ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ორივე მოჭიდავე _ თამაზ აბაშიძე და გიორგი მახარაძე, რომლებიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ, მედლებისთვის იბრძოლებენ. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისინი შესაბამისად _ ესპანელ გურო ბენიტეზს და დანიელ ფრედერიკ მატიესენს შეხვდებიან.
ლანჩხუთელმა ფალავნებმა წელს უკვე მოიგეს ბრინჯაოს მედლები საქართველოს ჩემპიონატზე უფროსებსა და 23-წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის. მათი მწვრთნელია დავით მჟავია.