ლანჩხუთელი მოჭადრაკის ტრიუმფი _ 6 წლის ლიკა კლდიაშვილმა 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან 7 პარტია მოიგო და ჩემპიონი გახდა!

|

Loading

ლიკა კლდიაშვილი და მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ლიკა კლდიაშვილის წარმატებული გამოსვლა _ მან 8-წლამდე გოგონებს შორის 7-დან შვიდივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ლიკა ჯერ მხოლოდ 6 წლისაა.

დემეტრე სარჯველაძე და ანასტასია ებრალიძე

იმავე ასაკში ბიჭებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა დემეტრე სარჯველაძე, ხოლო 10 წლამდე გოგონების ჩემპიონატში ანასტასია ებრალიძე მეოთხე ადგილზე გავიდა.

როგორც სპორტული ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ, სამივე მათგანმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილებმა.

რას ჩივი?