ლანჩხუთელი თენგიზ ხუხუნაიშვილი საქართველოს 2024 წლის წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა!

|

Loading

თენგიზ ხუხუნაიშვილის დაჯილდოება

ლანჩხუთის მერის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ ხუხუნაიშვილმა 2024 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გაიმარჯვა და საუკეთესო მოხალისე გახდა.

აღსანიშნავია, რომ 69 მუნიციპალიტეტიდან გამოავლინეს 14 მოხალისე და ჩვენთვის სასიხარულოდ, ლანჩხუთელი ახალგაზრდა მათ შორისაა.

ამავე დროს, თენგიზ ხუხუნაიშვილი საჭადრაკო კლუბ „ლანჩხუთის“ პრეზიდენტია და მის სახელს უკავშირდება ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის დაარსება.

„გურია თუდეი“ ულოცავს წლის მოსახლისედ დასახელებას და წარმატებებს უსურვებს.

რას ჩივი?