4 წელი გავიდა, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებში არ დააბიჯებს უკეთილშობილესი ადამიანი, მუდამ სხვებზე მზრუნველი და გადაყოლილი…
მოსიარულე სიკეთე კაცი ყველას დაგვაკლდა. განსაკუთრებით მოაკლდა მისი მზრუნველობა ლანჩხუთელ ვეტერან ფეხბურთელებს, რომელთა გასახარად მთებს გადადგამდა. მრავალი ლამაზი დღეც მოუწყო მათ…
ჩვენს ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ ამ ალალი, პატიოსანი ადამიანის სულისთვის და არასოდეს დავივიწყოთ მისი გაკეთებული სიკეთეები, სადაც ის სულ ჩრდილში იდგა…
მშვიდად განისვენე, კარგო კაცო!
მეგობრები