ლანჩხუთელებს კალანდის ღამეს ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია უმღერებენ, ტრანსპორტი 01:00 სთ.-მდე იმუშავებს

|

Loading

ლანჩხუთი საკალანდო კონცერტისთვის ემზადება

ლანჩხუთის მერია მოსახლეობას კალანდის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

ამ მიზნით, 13 იანვარს, ღამის 11 საათზე, ქალაქის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

პარალელურად დაიწყება კონცერტი, რომელშიც ,,ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი და საბა ღურწკაია მონაწილეობენ.

ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში დაგეგმილ კალანდის ღონისძიებასთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 14 იანვრის 01:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს.

რას ჩივი?