ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ კარლო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის სართაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრებში მოთამაშე ფეხბურთელების, მათ შორის ქართველი ვარსკვლავების _ ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის მაისურებზე მხარდამჭერი ლოგოს (დროშის ფერები) დატანის ფაქტს.
“კვარას, მიქაუტაძის, ზურიკოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, ასევე ყველა ქართველი სპორტსმენის და არამარტო… ზოგადაც, ვინც ჩვენი ეროვნული დროშის ქვეშ დგას… ელგპდ თუ რაცაა პროპაგანდა ჩემთვის მუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რა დოზით და როგორ გააკეთებ! იმედი მაქვს, ეს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები გაათვითცნობიერებენ და მომავალში მსგავსი პრეცენდეტი არ მოხდება… კვლავ უპრეცენდენტოა ჩემთვის: ტალახაძე, პეტრიაშვილი, ბექაური, რომლებიც არასოდეს ჩართულან ამ გარყვნილების პროპაგანდაში და ბევრი სხვა…“ _ წერს „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, “ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს სპორტი და ამ ყველაფერს ჩემი პირადი “მოკლე” შეხედულებით არ ვამბობ! საქართველოს _ ამ უდიდესი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანას ამ გარყვნილებაში და მის პროპაგანდაში ჩართვა არ ეკადრება, დამამცირებელია ჩვენი ერისთვის, სარწმუნებისთვის!“
ცნობისთვის: 2014 წლიდან, 17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე აღინიშნება.