„კაი ტამაში გამევიდა, კაია, რომ მევეგეთ, მოი თამაშებზე, მოი, კიდო უნდა მევიგოთ” – გურულად “ალაპარიკებული” სეიშელ სმიტ პაუელი და ყველა მხრიდან „დაჩიხული“ კვარტალი

|

Loading

„ლანჩხუთმა“ „კვარტალს“ სამ შეხვედრაში 13 გოლი გაუტანა

დღეს, ქალთა ლიგაში ფინალური ეტაპი დაიწყო. მართალია, მთავარ ფავორიტებად „ლანჩხუთი“ და „ნიკე-ლუსო“ მიიჩნევიან და მათ დავაში ვერც „კვარტალი“ ჩაერევა და ვერც „ელიტა“, მაგრამ სიურპრიზები თუ არა წინააღმდეგობა შარშანელი ვიცე-ჩემპიონისგან მოსალოდნელია.

თუმცა ევროსარბიელიდან დაბრუნებულმა გურულებმა უკრაინელებისა და რუმინელების ჯავრი დედაქალაქელებზე იყარეს და „კვარტალი“ 6:0 გაანადგურეს.

ლანჩხუთელები ანასტასია ბოლქვაძემ სწრაფი გოლით მე-7 წუთზე დააწინაურა, რასაც 20 წუთში გაბრიელა კამარგომ მეორე მიაყოლა. პირველი ტაიმიც 2:0 მორჩა.

მეორეში გაილაღა გუნდის ლიდერმა, ეთერ სულაშვილმა _ მან 33 წუთში სამი გოლი მიითვალა, ერთიც ჩისომ სოფია ონიევუენმა გაიტანა და საბოლოოდ, 6:0 – გურულებმა „კვარტალს“ პირველად მოუგეს ასეთი ანგარიშით.

„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ 3 ქულით ჩამორჩება | გუნდებს გადმოყოლი აქვთ მხოლოდ ერთმანეთთან ნაჩვენები შედეგები

„კაი ტამაში გამევიდა, კაია, რომ მევეგეთ, მოი თამაშებზე, მოი, კიდო უნდა მევიგოთ” _ თქვა ნამატჩევს სეიშელ სმიტ პაუელმა, რომელიც მატჩის შეფასებისას გურულად ალაპარაკდა.

თავისი შეხვედრა მოიგო „ნიკე-ლუსომ“, ლიდერებმა „ელიტა“ 3:0 დაამარცხეს. 20 სექტემბერს თბილისში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონობის ფავორიტები _ წინა ორი შეხვედრიდან თბილისელებმა ერთი მოიგეს, ხოლო ლანჩხუთში ფრედ, 0:0 დასრულდა. ახლა გურულებმა მინიმუმ ფრეს უნდა მიაღწიონ, შემდეგ კი, საშინაო შეხვედრაში დაამარცხონ კონკურენტები _ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეინარჩუნებს „ლანჩხუთი“ ტიტულს.

13.09.2025 | გვიმბალაური | სფფ-ის აკადემია | ლანჩხუთი 6:0 კვარტალი

1:0 ბოლქვაძე (7), 2:0 კამარგო (27), 3:0, 4:0, 6:0 სულაშვილი (47, 52, 80), 5:0 ონიევუენი (68).

ლანჩხუთი: გაბუნია (56. ჭრიკიშვილი), ჩხარტიშვილი, მურილო (56. გუჯაბიძე), რასელი, ტელესი (56. ჯანიკაშვილი), კამარგო, წიქარიძე, ბოლქვაძე (60. სმიტ-პაული), დიმოპულუ (56. უნიევუენი), მატვეევა, სულაშვილი


რას ჩივი?