დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა “კვარტალს” უმასპინძლა და მოქმედმა ჩემპიონმა ვიცე-ჩემპიონს 4:1 მოუგო.
სხვათა შორის, იგივე ანგარიშით დასრულდა გასულ სეზონში საჩემპიონოდ მონათლული თბილისური შეხვედრა. მაშინაც ლანჩხუთის ყოფილმა მოთამაშემ, თინათინ ამბალიამ გაუტანა სტუმრებს, თუმცა საპასუხოდ გურულებმა 4 გაიტანეს.
ამჯერად ამბალიამ საერთოდ ანგარიში გახსნა (მე-16 წუთზე), რასაც ტაიმის მიწურულს მეგი ეჯიბიამ პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით უპასუხა.
ის გასულ სეზონში “კვარტალის” ღირსებას იცავდა, როგორც კიდევ ერთი გოლის ავტორი ტატა მატვეევა, რომელმაც 80-ე წუთზე გაიტანა.
მანამდე გასულ სეზონში “ლანჩხუთის” საჩემპიონო გოლების ავტორმა, ლელა ჭიჭინაძემ გამოიჩინა თავი 63-ე წუთზე, ხოლო 83-ეზე შეხვედრას წერტილი ნინო გუჯაბიძემ დაუსვა, 4:1.
ორი ტურის შემდეგ, 6-6 ქულით “ლანჩხუთი” და ჩხოროწყუს “სამეგრელო” ლიდერობენ. გურულთა მთავარი კონკურენტის, “ნიკე-ლუსოს” შეხვედრა “რაჭასთან” გვიან დაიწყო და მოგების შემთხვევაში, ლიგას სამი ლიდერი ეყოლება.
მომდევნო ტურში, ლანჩხუთი “ელიტას” ესტუმრება, რომელიც გასულ წლებში “ნიკე-ლუსოს” სახელით გამოდიოდა და გურულების მთავარი კონკურებტი იყო.