ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე გურიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრებებს სოციალური ქსელის საშუალებით გვიზიარებს:
„სამწუხაროდ, წინა შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ვერც „მთავრობამ”, ვერცერთი კრიზისი, ვერც მოულოდნელი და ვერც განჭვრეტადი ვერ მართა შესაბამისად.
ფაქტი ჯიუტია! ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა!
ერთი კვირით ადრე ველოდით დიდთოვლობას…
ამასობაში რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას უნდა ჰქონოდათ მწყობრი გეგმა, სადაც გაანალიზებული იქნებოდა მოსალოდნელი რისკები (ისევე როგორც მოიქცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და დასახული უნდა ქონოდათ შესაბამისი ღონისძიებები.
გვიან გაიღვიძეს! არადა სწორედ ამიტომ არსებობს თვითმმართველობა, ამიტომ ვქირაობთ და ვუხდით მათ ხელფასებს, რომ ჩვენ გვქონდეს მოწესრიგებული და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო.
ამ ყველაფერს ვერ მოაგვარებს თვითმმართველობა თუ მათ ერთიანი კოორდინირებული მუშაობის უნარი არა აქვთ.…
თუ მათ ბანაკებად ყავთ დაყოფილი საზოგადოება…
თუ სახანძრო-სამაშველო სამსახურს ერთი ხეირიანი ტრანსპორტი არ ყავს……
თუ 112-ს ერთი ხეირიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო არ ყავს.
და ეს ყველაფერი არასოდეს გვექნება, თუ მუნიციპალიტეტებს მართავენ მეტ-ნაკლებად პატრიოტი ხელმძღვანელები, რომლებსაც უბრალოდ არაფრის მოთხოვნის თავი არა აქვთ, ან არ აინტერესებთ, ან ამის შნო არა აქვთ!
ამასობაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეგრევე გამოიჩინეს კრიზისული მართვის მენეჯმენტის შესაშური უნარი, რომლებმაც პირველ რიგში მერიას მიმართეს – დაგეხმარებით, რაღაცა სივრცე დაგვითმეთ და ერთად ვიმუშაოთო (სრულიად არაპარტიულები).… ეს იქნებოდა სამაგალითო პრეცენდენტი, რომელიც `რატომღაც~ არ შედგა…
და აღმოჩნდა რომ მოხალისეები დამოუკიდებლად შეუდგნენ მუშაობას, ააწყვეს კარგი ქოლცენტრი, სადაც სისტემაში შედიოდა ყველა დახმარების მთხოვნელის ზარი, აანალიზებდნენ და შესაბამის დახმარებას უწევდნენ, შეძლებისდაგვარად.…
და რა მოხდა…

გურიაში დიდთოვლობიდ დროს ექიმები ტრაქტორითაც გადაადგილდებოდნენ
ეს რომ დაინახა მმართველმა პარტიამ, რომ ტექნიკით, მაღალი გამავლობის მანქანებით, დრონებით შეიარაღებული რუსთაველის გამზირიდან ნაცემ-ნაგვემი, დაჯარიმებული მაგრამ ნაღდი, ყველგან სამშობლოს სამსახურში მყოფი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ გურულების დასახმარებლად, ეგრევე ჩაირთო მათი ბინძური პროპაგანდა და დაიწყეს ამ ადამიანების გაშავება……
თუმცა ყველამ ყველაფერი დაინახა! დაინახეს ერთიანობა, დახმარების არა მარტო სურვილი, არამედ რეალური ქმედება, დაინახეს, რომ უსამშობლოები კი არა, სწორედ სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები დგანან რუსთაველზე, იდგნენ 13 ივნისის შემდეგ თბილისში, შოვის ტრაგედიის შემდეგ რაჭაში, გურიაში და როცა შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურეს, დაუბრუნდნენ ისევ მთავარ `სამსახურს~, მარშებს რუსთაველზე!
ამის პარალელურად გამოფხიზლებული მერიებიც ამუშავდნენ, რისთვისაც მადლობას არ ვეუბნები, ეს მათი მოვალეობაა! თუმცა რომელიმეს მაინც რომ გამოეჩინა გამბედაობა და უამრავი მადლობის დარიგებისას ერთი სიტყვით მაინც ეხსენებინა მოხალისე ადამიანები, ეს პირიქით, მათვე აუმაღლებდათ ავტორიტეტს.
არადა ქონდათ შესაძლებლობა, ეს კრიზისი შესაძლებლობად ექციათ, ამ გაჭირვების დროს მაინც გაეერთიანებინათ გახლეჩილი საზოგადოება.
მაგრამ ამდენი ვერ მიხვდნენ! ამიტომ აღარავის აღარ აწუხებს მათ მიერ 13 წელი ყველა და ყველაფრისთვის „ნაცის“~” იარლიყის მიწებება.
ამდენი წელი „ნაცების“ დემონიზებით იმას მიაღწიეს, რომ ახლა „ქოცობა“~” ტეხავს! ეს თავადვე მოახერხეს! სამწუხაროდ!“ _ წერს ირმა მგელაძე.