„გურიის მოამბეს“ გამომცემელი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენამდე ორი დღეა, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღალობლის მხარდასაჭერად აქციებს მართავს.
„შემდეგ იქნება ბათუმი, თბილისი… ასევე, მოვივლით ყველა სოფელსა და დასახლებას გურიაში. ვისაც არ შეგიძლიათ თბილისში ან სხვაგან წასვლა, გამოდით საკუთარი სახლების წინ, დღეში თუნდაც 5 წუთი, ტრანსპარანტებით _ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“. გაიგონ, რომ ყველგან ვართ და მოსვენებას არ მივცემთ რუს ოკუპანტებს“, _ წერს გამომცემელი და ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
გუშინ იგი ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ექადია-ლიხაურის, ხოლო დღეს ოზურგეთი-ჩოხატაურის მაგისტრალის დვაბზუს მონაკვეთზე იმყოფებოდა ტრანსპარანტით ხელში: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.