ვემშვიდობები საყვარელ სიძეს, თემურ ფირცხალაიშვილს! [გამოსათხოვარი]

|

Loading

წავიდა ჩვენგან საყვარელი სიძე, განსაკუთრებულად გამორჩეული ჭირისუფალი და მოამაგე. „მთა“ კაცი, ახოვანი და მშვენიერი, მშრომელი, ოჯახის ბურჯი, თავის პროფესიაზე უზადოდ შეყვარებული. მთელი თავისი ცხოვრება რომ უნაწილებდა ყველას სითბოსა და სიყვარულს, ამასვე ითხოვდა სხვებისაგანაც.

არასოდეს დამავიწყდება მისი ყურადღებიანობა, გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა, თამადობაში გამორჩეულობა, ქეიფი და მოლხენა, მგზნებარე, იმედიანი შეძახილები, ენამახვილობა, ოხუნჯობა, მჭერმეტყველური საუბარი და კამათი, ჩვეული გურული იუმორი საოცარი გარდასახვის უნარით გადმოცემული.

გემშვიდობები, ძმაო, ძალიან დაგვაკლდები, მიგყვება ჩემგან დიდი ცრემლი, ამავდროულად უდიდესი მადლიერება, რადგან შენი განვლილი ცხოვრება მაგალითად რჩება საყვარელი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისათვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შენ კარგად გიცნობდა.

განისვენე მშვიდად, ნათელი დაუმკვიდროს უფალმა შენს სულს!

თალიკო კილაძე

რას ჩივი?