[ექსკლუზივი] 12 პირველიდან და ლესის 5 ოქროს ციცა, 6 მარი(ამი), 6 ანა(ნო), 4 ელენე, სხვა 30 და… მარიამ ღვინიანიძე (?!) – დღეს, ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მედალოსნებს დააჯილდოებენ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ქალაქ ლანჩხუთის სკვერი და სტუდენტის სიმბოლო

დღეს, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში სკოლების მედალოსნებს დააჯილდოებენ. ღონისძიება საღამოს 6 საათზე დაიწყება და მას მუსიკალურად გიგა პაპასკირი გააფორმებს.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, მერია ოქროსმედალოსნებს 500-500 ლარს გადასცემს, ხოლო ვერცხლისმედალოსნებისთვის 300-300 ლარია განსაზღვრული. ლანჩხუთს სულ 46 მედალოსანი ჰყავს, აქედან 40 _ ოქროს.

ქალაქ ლანჩხუთის 1-ელ საჯარო სკოლას ყველაზე მეტი ფრიადოსანი ჰყავს, თანაც 12-ივე ოქროსმედალოსანია: ტარიელ გიგინეიშვილი, თათია გურჩიანი, ვაჟა დობორჯგინიძე, დაჩი დოლიძე, ნიკოლოზ თადუმაძე, დავით თევდორაძე, მარიამ კუკულაძე, ნუცა მაჩიტიძე, ვიქტორია, მარიამ ჩხაიძეები, ალექსანდრე ძიძიგური და ანანო წილოსანი.

ლესის საჯარო სკოლა 5-მა ოქროსმედალოსანმა გოგონამ დაამთავრა _ ქეთევან გალოგრემ, ნინი ზენაიშვილმა, ნანი კუნჭულიამ, ანანო ჟორდანიამ და ანა უგრეხელიძემ.

სუფსის საჯარო სკოლას 4 ოქროსმედალოსანი ჰყავს – მარიამ ბიუძე, ელენე გუმბარიძე, ნატალია გურგენაძე, ლია სტურუა), ერთი კი, ვერცხლისმედალოსანი – ანა როყვა.

ხუთი მედალოსანია ჩიბათის საჯარო სკოლაშიც _ ქეთევან ივანიაძემ, ზაზა მკურნალიძემ და ქეთი ჩხაიძე ოქროს მედლები დაიმსახურეს, არჩილ ლომაძემ და ელენე პატარაიამ _ ვერცხლის.

3-3 ოქროსმედალოსანია მართლმადიდებლური სკოლიდან _ გიორგი კობალავა, თამრიკო მათითაიშვილი და ნიკა ტყეშელაშვილი, ასევე ნიგოითის საჯაროდან – მარი კალანდარიშვილი, ლუკა რუხაძე და ელენე ფირცხალაიშვილი.

ოქროსმედალოსნებმა ანა სალუქვაძემ (ფოტოზე მარჯვნივ) და თეა გუჯაბიძემ, ასევე მარიამ ღვინიანიძემ (ფოტოზე მარცხნივ), რომელსაც მედალი არ მიუღია, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ლანჩხუთში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და 70%-იანი გრანტი მოიპოვეს.

ჩოჩხათის საკარო სკოლასაც 3 მედალოსანი ჰყავს, ორი ოქროს _ ერეკლე კოსტავა და ანა ძიმისტარიშვილი, ერთი ვერცხლის – ნია გუჯაბიძე.

2-2 ოქროსმედალოსანი ჰყავს ნიგვზიანის, წყალწმინდისა და ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლებს – შესაბამისად, მარიამ აბაშიძე და ანა სალუქვაძე / თეა გუჯაბიძე და საბა კილაძე / თეკლე გოგუაძე და ანასტასია სარჯველაძე.

ქალაქ ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლას 2 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს – გივი ზოიძე და ქეთევან მანჯავიძე, თითო ოქროსმედალოსანია ხაჯალიისა და ღრმაღელის საჯარო სკოლებიდან _ შესაბამისად, ლიზი სურმანიძე და ნინი შათირიშვილი.

46 მედალოსნიდან 32 გოგოა და მხოლოდ 12-ია ბიჭი, აქედან ნახევარი ქალაქის #1 საჯარო სკოლიდანაა, სადაც 12 მედალოსნიდან 6 ბიჭია. მხოლოდ მართლმადიდებლურ სკოლაშია გოგოზე მეტი მედალოსანი ბიჭი. 6-6 მედალოსანს ჰქვია ანა/ანანო, მარი/ მარიამი, ხოლო 4-ს – ელენე. მედალოსნებს შორის 3 ჩხაიძე (ვიქტორია, მარიამი და ქეთი) და 2 გუჯაბიძეა (თეა და ნია).

ერთი საინტერესო დეტალიც: მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე მარიამ ღვინიანიძე ერთადერთია, რომელმაც მედალი ვერ მიიღო, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგებით, გრანტი დაიმსახურა. თანაც ლანჩხუთიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ანა სალუქვაძესა და თეა გუჯაბიძესთან ერთად _ 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა!

შესაძლოა, მართლამდიდებლურ სკოლაში ნიშნების დაწერის საჯაროზე მკაცრი ან უბრალოდ, განსხვავებული კრიტერიუმებია, ამიტომ და საერთო ობიექტურობისთვისაც, მარიამი, რომელმაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ასახელა, ყურადღებას აუცილებლად იმსახურებს და იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს.

„გურია თუდეი“ წარმატებებს უსურვებს ლანჩხუთელ მედალოსნებს!

რას ჩივი?