[ექსკლუზივი] თემურ შარაშენიძე, ლაშა ხაჭაპურიძე… კიდევ ვის იმატებს და როდის იწყებს შეკრებას ლანჩხუთის „გურია“?

|

Loading

თემურ შარაშენიძე ისევ „გურიასთვის“ შეუტევს

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „გურია“ ახალი სეზონისთვის ხვალ, 12 მარტს, ლანჩხუთში შეიკრიბება და შეკრებას ადგილზე გაივლის. მწვრთნელებს გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ 20 დღე აქვთ და მცირე დროის ნაყოფიერად გამოყენებას შეეცდებიან.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ადგილობრივებიდან გუნდში რჩებიან ირაკლი ხვედელიძე, ვანო წილოსანი და დავით კერხანოჩიევი. გადაწყვეტილია, რომ „გურიაში“ ბრუნდებიან მცველი ლაშა ხაჭაპურიძე და შემტევი თემურ შარაშენიძე. ასევე ლანჩხუთის გუნდში ითამაშებს ვაჟა შანიძე. სამივე მათგან წლების მანძილზე ჩოხატაურის „ბახმაროს“ ღირსებას იცავდა, მათ შორის თემურ ლორიას ხელმძღვანელობით.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ „გურიას“ ყოფილი მწვრთნელი გაწვრთნის. კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული დავით გოგიჩაიშვილია.

როგორც ცნობილია, საფეხბურთო კარიერა დაასრულდა „გურიას“ კაპიტანმა დიმიტრი ვირუბოვმა.

როგორც კლუბში აცხადებენ, „გურიას“ ამბიციური მიზანი აქვს, წელსვე დაბრუნდეს მესამე ლიგაში, რომელიც გასულ სეზონში დატოვა. ამისთვის გაძლიერებაა საჭიროა და სავარაუდოდ, კლუბი აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს.

ცნობისთვის, „გურია“ 2 აპრილს, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სატდიონზე ფოთის „კოლხეთი-2“-ს უმასპინძლებს. მატჩი უჩვეულო დროს, დღის 12 საათზე დაიწყება.

რას ჩივი?