„ექვსი წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან და თან წაიღო მთელი ეპოქა“ [რამაზ ურუშაძის გახსენება]

|

Loading

6 წლის წინ, წავიდა ჩვენგან გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის მქონე, აკადემიურობითა და ამავდროულად დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე გულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სამაგალითო იყო კოლეგებისათვის თავისი პროფესიონალიზმით, პოზიტივითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით. დააკლდით სრულიად სამედიცინო საზოგადოებას.

თქვენ იყავით ჩვენი მეგობარი, უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენი დარდის და ვარამის გამზიარებელი.

მუდამ გაგიხსენებთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალე მეგობარს, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ სიკეთის კეთება შეეძლო.

თქვენ ხართ კაცი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო, ნამდვილი ადამიანი. მსუბუქი იყოს ქართული მიწა, რომელმაც სიყვარულით მიიბარა თქვენი ღირსეული ცხედარი! 6 წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. წავიდა და წაიღო მთელი ეპოქა.

მეგობრების ჯგუფი

რას ჩივი?