„დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე…“ [შოთა გურგენაძის ტკივილიანი გახსენება]

|

Loading

მე-40 დღეა შენი გარდაცვალებიდან, კეთილო ადამიანო. ზამთრის იმ სუსხიან დღიდან მოყოლებული, როცა მშობლიური სოფლის მიწამ გულში ჩაგიხუტა, დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე…

ეს ხსენება ისევ და ისევ შენს მიერ გაცემული სიკეთის სამადლობელო სიტყვები და სინანული იყო… იმ სიკეთის, ოჯახმაც რომ არ იცოდა და ახლა იგებს თანდათან… 

როგორ შესძელი ამდენი? კიდევ რამდენს შეძლებდი თურმე? მე ამას ლამაზ სიკვდილს დავარქმევდი, თუ შეიძლება სიკვდილს ლამაზი უწოდო?

სიცოცხლე კი გრძელდება და შოთა გურგენაძის სახელი და გვარი შენს საუკეთესო შთამომავლობაში ისევ არსებობს და ღირსეულად გაგრძელდება…

უფალს ვთხოვ მშვიდად განისვენო მარადიულ სასუფეველში. ნათელი შენს სულს!

ლოლა ჩხაიძე

რას ჩივი?