დღეს, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩს უკრაინულ „ვორსკლასთან“ გამართავს… „გინტრასა“ თუ „ფარულ კონსტანტა“ – ვის შეხვდება გიორგი ჩხაიძის გუნდი

|

Loading

„ლანჩხუთი“ „კლიფტონვილთან“ თამაშის წინ

დღეს, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიეტუვას ქალაქ შიაულიაში, პოლტავას „ვორსკლას“ (უკრაინა) შეხვდება. მატჩი ადგილობრივ ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთბელმა, გიორგი ჩხაიძემ ლიეტუვაში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: თათია გაბუნია (1), მარიამ ჭრიკიშვილი (31)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (24), ნინო გუჯაბიძე (3), მარია მურილო (15)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (77), გაბრიელა კამარგო (11), სალომი დიმოპულუ (6), პალინა ჰირჩიცი (88), მარიამ ჯანიკაშვილი (33), ტატიანა მატვეევა (7), ჰანა რასელი (13), ანანო წიქარიძე (9), ანანო წულაია (18), სილმარის სმიტ-პაუელი (99), ანი ტელეს-ორტისი (21)

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (8), ეთერ სულაშვილი (10), ჩისომ ონიევუენი (17)

მარჩისწინა ვარჯიში შიაულიაის სტადიონზე

შემდეგი შეხვედრა ჩვენებურებს 30 აგვისტოს აქვთ _ ციცები ლიეტუვას „გინტრასა“ ან რუმინეთის „ფარულ კონსტანტას“ შეხვდებიან: თუ დღეს მოვიგეთ, პირველობისთვის ვიბრძოლებთ და წყვილში გამარჯვებულს შეხვდრებით, წაგების შემთხვევაში, შესაბამისად ლიეტუვურ/რუმინულ პაექრობაში დამარცხებულს მე-3 ადგილისთვის ვეთამაშებით.

მეორე ეტაპზე გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში გადადიან, მეორე ადგილზე გასულები ევროპის თასისთვის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილოსნები იგივე გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვებიან.

წინა ეტაპზე „ლანჩხუთმა“ ჩხრილოირლანდიური „კლიფტონვილი“ დაამარცხა, 2:1.

ცნობისთვის: ლანჩხუთის ქალთა გუნდი ყველაზე მეტჯერ (4-ჯერ) დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, მეოთხედ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე. 2020 წელს გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გუნდმა სენსაცია მოახდინა და მთავარი ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, სხვა ქართულმა კლუბმა (მათ შორის, კაცების) ვერ მოახერხა.

რას ჩივი?