გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს _ რა ვიცით გიორგი ღურჯუმელიძის შესახებ, რომელმაც გიორგი ურუშაძე შეცვალა

|

Loading

გიორგი ღურჯუმელიძე

გურიის მხარის რწმუნებულად ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი ურუშაძე შეცვალა, რომელიც გუბერნატორის პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გურიის გარდა კიდევ ოთხ რეგიონში წარადგინა ახალი რწმუნებულები:

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში –ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხისა და კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე”,_ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურიის ახალი გუბერნატორი 36 წლისაა, 2012 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი გახლდათ _ 2017 წლამდე მერის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, 2017-21 წლებში იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2021 წლიდან დღემდე მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იგი გახლდათ გურიის მხარეში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი.

გიორგი ღურჯუმელიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივ, ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტი, არის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი. უცხო ენებიდან ფლობს ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რას ჩივი?