გურიის ახალ გუბერნატორს, გიორგი ღურჯუმელიძეს არალეგიტიმურად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის რეგიონული ორგანიზაცია

|

Loading

გურიის ახალდანიშნულ გუბერნატორს, გიორგი ღურჯუმელიძეს არ აღიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, 6 მაისს საქართველოს არაღიარებული (დასანქცირებული) პარლამენტის მიერ დანიშნულმა (ასევე დასანქცირებულმა) პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, რომლის ლეგიტიმურობა დღემდე არ უღიარება ცივილიზებულ სამყაროს, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად (გუბერნატორად) დანიშნა გიორგი ღურჯუმელიძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურიის რეგიონალური ორგანიზაცია არ აღიარებს გიორგი ღურჯუმელიძის სტატუსს. სამწუხაროა, რომ გურიის სინამდვილეში პირველად გვყავს არალეგიტიმური, არაღიარებული, დასანქცირებული მთავრობის მიერ დანიშნული ე.წ სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი)“ _აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 მაისს, 36 წლის გიორგი ღურჯუმელიძემ პოსტზე გიორგი ურუშაძე შეცვალა. გურიის გარდა კიდევ 4 რეგიონს ჰყავს ახალი გუბერნატორი [ https://shorturl.at/X1Poa]

ასევე წაიკითხეთ: გურიის 16 გუბერნატორიდან „ოცნების“ 5 გიორგი… მიხეილ ჭკუასელიდან გიორგი ღურჯუმელიძემდე, რომელმაც გიორგობა დღეს გიორგი ურუშაძე შეცვალა https://shorturl.at/yP2BS

რას ჩივი?