გურიიდან იტალიაში: ანანო წიქარიძე „რომაში“ ითამაშებს! მიიღებს თუ არა სენსაციური ტრანსფერიდან თანხას „ლანჩხუთი“, რომლის შემადგენლობაში ქართველმა ტალანტმა ჩემპიონთა ლიგაზე 16 წლისამ გაიტანა

|

Loading

ანანო წიქარიძემ „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა

„ლანჩხუთის“ ყოფილი შემტევი, 16 წლის ანანო წიქარიძე იტალიაში 16 მარტს გაფრინდება და წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მთავარ გუნდს, რომელიც სერია ა-ში ასპარეზობს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც სრულწლოვანი გახდება.

ექსკლუზიურ ინფორმაციას ქართველი ჟურნალისტი ნიკა მითაიშვილი ავრცელებს, რომელიც ქალთა ფეხბურთზე წერს და აღნიშნულ ტრანსფერში წვლილიც შეიტანა.

ანანო გასულ სეზონში, „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე და ქართველებიდან პირველი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლისა და 110 დღის), რომელმაც, მთავარ ევროტურნირზე გოლი გაიტანა.

მან 15 წლის ასაკში დაიცვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება, ასევე არის ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ტრანსფერიდან მისი ყოფილი კლუბი თანხას არ მიიღებს იმის გამო, რომ ანანო წიქარიძეს „ლანჩხუთთან“ კონტაქტი გასული სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა.

რას ჩივი?