დღეს, „გურიამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, მესამე ლიგაში დაბრუნება ბოლოსწინა ტურში გაენაღდებინა. უმოტოვაციო „ვიტ ჯორჯია-2“-მა ბოლომდე იბრძოლა და ლანჩხუთელები მცხეთიდან არაფრისმომცემი ქულით გამოუშვა.
რატომ არაფერს ნიშნავს ეს ქულა გურული კლუბისთვის? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში „გურიას“ მინიმუმ ფრე სჭირდება „არაგველებთან“, დღეს რომც წაეგო, 56 ქულას მაინც მოაგროვებდა და მისთვის დაწევა მხოლოდ წალენჯიხის „სქურს“ შეეძლებოდა, რომელიც ბოლო ტურში უმოტივაციო „გაგრა-2“-ს მასპინძლობს და სამეგრელოდან მის უქულოდ გასაშვებად ყველაფერს გააკეთებს.
თუ „გურია“ და „სქური“ ერთნაირ 56-56 ქულას დააგროვებდნენ, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭებოდა _ გურულ-მეგრელ კონკურენტებს კი ერთმანეთთან თითო მოგება აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, თემურ ლორიას შეგირდები (ლანჩხუთში _ 2:0, წალენჯიხაში _ 0:1) დაიკავებდნენ მესამე ადგილს, შესაბამისად, მესამე ლიგაში გადავიდოდნენ. მესამე კონკურენტი „არაგველები“ თუ ლანჩხუთში ქულებს დაკარგავენ, მაქსიმუმ 54 ქულას მოუყრიან თავს.
სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ ასეთია:

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ბოლო ტურში?
„გურია“ თუ მინიმუმ ფრედ დაასრულებს შეხვედრას, მესამე ლიგის საგზურს ინაღდებს. ხოლო მისი კონკურენტები _ „არაგველები“ და „სქური“ თავიანთი შეხვედრების მოგების შემთხვევაშიც კი შესაძლოა ვერ დაწინაურდნენ და კონკურენტის შედეგზეც იქნებიან დამოკიდებული.
როგორც ვთქვით, „გურიას“ ქულა სჭირდება „არაგველებთან“. ამ უკანასკნელს ზედა ლიგაში გადასასვლელად ლანჩხუთში მოგება არ ყოფნის, პარალელურად, „სქურმა“ ვერ უნდა მოიგოს. ასეთ შემთხვევაში, „გურია“ და „არაგველები“ დააგროვებენ 56-56 ქულას და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა თბილისური კლუბის მხარეს გადავა.
თავის მხრივ, წალენჯიხელები გამარჯვების შემთხვევაში ვერ ინაღდებენ საგზურს, ამისთვის მათ ლანჩხუთში „არაგველების“ მოგებაც სჭირდებათ.
აშკარად, ჩახლართული სიტუაციაა და ამის მიზეზი ურთიერთშეხვედრებია. „გურიასა“ და „სქურის“ ურთიერთბალანსზე უკვე ვთქვით, „არაგველებმა“ ორივესთან შინ ფრედ ითამაშა (1:1 და 2:2), ხოლო სამეგრელოში _ წააგო (0:1). დარჩენილია ერთი ურთიერთშეხვედრა _ ლანჩხუთში: „გურია“ – „არაგველები“.
„გურიას“, „არაგველებისა“ და „სქურის“ ურთიერთშეხვედრებში მეგრული კლუბი ლიდერობს:

რა მოხდება, თუ სამი გუნდი დააგროვებს 56-56 ქულას? ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „სქური“ საშინაო შეხვედრას მოიგებს და „გურია“ შინ „არაგველებთან“ დამარცხდება.
ამ შემთხვევაში, მესამე ლიგაში მეგრული კლუბი გადავა სწორედ იმ ურთიერშეხვედრების უპირატესობის გამო, რაც ზედა ცხრილში ჩანს. „სქურს“ 7 ქულა აქვს და მასთან დაწევა მხოლოდ „გურიას“ შეუძლია, თუ „არაგველებს“ მოუგებს. ამ შემთხვევაში კი, ურთიერშეხვედრები საჭირო სულაც არაა, გურულებს ფრეც კი უკვე ქულებით დააწინაურებს და ურთიერშეხვედრებს არავინ დაითვლის.
რაც შეეხება „არაგველებს“, თუ სამ გუნდს 56-56 ქულა დაურჩა, ურთიერშეხვედრებში „სქურის“ გასწრება არ შეუძლია _ მაქსიმუმ 5 ქულა დააგროვოს, რაც ურთიერშეხვედრებში მე-2, ხოლო საბოლოო ცხრილში – მე-4 ადგილს მოუტანს.
მოკლედ, „გურიას“ მესამე ადგილზე გასასვლელად, ბოლო ტურში „არაგველებთან“ ფრე დასჭირდება. ფინალის ტოლფასი მატჩი ზუსტად ერთ კვირაში, 26 ნოემბერს გაიმართება და მას „ევგრაფი შევარდნაძე“ უმასპინძლებს…


