დღეს, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურიამ“ „მერცხალი“ 3:0 დაამარცხა. გურულ დერბიში ჰეთ თრიკი ვანო შარვაძემ შეასრულა. მან ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, როცა ვანო წილოსანის წამოწყებული კომბინაცია გააგრძელა, ხოლო ორჯერ სანდრო ბახიას პასები აქცია გოლად.
დღევანდელი დღე „გურიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებულია _ 1986 წელს ლანჩხუთის გუნდმა სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა [წაიკითხეთ: იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის… გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა: 1986 წლის 12 ნოემბერი – დღე სასწაული, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა]

გურულის დერბის დაწყებამდე: მსაჯები და გუნდების კაპიტნები | გელა პატარაიას ფოტო
„გურიამ“ თანაკუთხელებთან მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა მესამე ლიგაში გადასასვლელად. დარჩენილი ორი შეხვედრიდან თემურ ლორიას შეგირდებმა ან შემდეგ ტურში უმოტივაციო „ვიტ ჯორჯია-2“-ს უნდა მოუგონ, ანაც სეზონის ბოლო შეხვედრაში, მთავარ კონკურენტ „არაგველებთან“ შინ მინიმუმ ფრე ითამაშონ.
რაც შეეხება ოზურგეთელებს, ზემონახსენებმა „არაგველებმა“ სწორედ მათ კონკურენტ „ზესტაფონს“ მოუგეს და გურულებს იმერლებთან 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეუნარჩუნეს. „მერცხალს“ ორ შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის, სხვაზე დამოკიდებული რომ არ იყოს. მომდევნო ტურში უმოტივაციო „სამგურალი-2“-ს უმასპინძლებენ, ხოლო ბოლო ტურში ვანში „სულორს“ ესტუმრებიან, რომელიც იმ დროს, შესაძლოა, ლიგიდან უკვე გავარდნილიც იყოს.
12.11.2025 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 3:0 მერცხალი
1:0, 2:0, 3:0 შარვაძე (8, 32, 55)
ლანჩხუთი: ხვედელიძე, ვარდიაშვილი, კოკაია, ხაჭაპურიძე, ანდღულაძე, ზაქარაშვილი (69. ს. ჩხაიძე), გოგიჩაიშვილი (74. კერხანოჩიევი), ბახია, შარვაძე (69. თ. ლომაძე), შარაშენიძე, წილოსანი (46. შანიძე)
მერცხალი: ლ. ლომაძე, სურგულაძე, კოტრიკაძე, მარშანიშვილი, ჭანუყვაძე (78. წიტაიშვილი), ცერცვაძე (65. ანთიძე), გოგელია (46. მუჯირი), ბოლქვაძე (56. ჯაფარიძე), კაშია, ე. ჩხაიძე (46. ალიევი), მაჭავარიანი
ასევე წაიკითხეთ: ქორწილში მოლხენა და… გივი წითლიძე _ იცოდით, „გურიას“ ჩემპიონობა „მერცხალმა“ დააკარგვინა? გურული დერბის ლამის საუკუნოვანი ისტორია


