ჩვენო სიკეთის ბიჭო, როგორი ცოტა იყო ეს სიცოცხლე შენთვის… ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, შენზე ამბებს ვიხსენებთ და ეს გვაძლებინებს, თუმცა ეს თავის მოტყუებაა, გამოვიფიტეთ, უჰაერო ბუშტებივით დავფრინავთ, მექანიკურად ვმოძრაობთ. მაგრამ მივეჩვევით, ამ ტკივილით როგორღაც ვიარსებებთ.
გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა… დედამიწაზე მოსიარულე სიკეთის ბიჭო, აქ ვერ დაეტიე, აქ არ იყო შენი ადგილი, რაღაც სხვას ეძებდი და ალბათ, იპოვე, დაისვენე, შორიდან თვალს გვადევნებ და იღიმი.
ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დაგვიტოვე.
სულ უნდა ვიძახოთ _ რატომ? სიცოცხლე შეიძულე, ცრემლს ვერ ვიშრობთ, ბიჭო, ვერა…
მეგობრები