„ბოლომდე ვიბრძოლებ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თუმც აწი ჩემს სიცოცხლესაც რა აზრი აქვს“ _ ნიკო გვარჯალაძის დედის სულიშემძვრელი სიტყვები

|

Loading

ლანჩხუთი არასოდეს დაივიწყებს ნიკო გვარჯალაძეს, სულით და ფიზიკურად ულამაზეს ბიჭს, რომელმაც 15 წლის ასაკში მოახერხა იმდენი სითბოს დატოვება, რასაც ბევრი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ვერ ახერხებს. ღიმილა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვამ ხომ გაგვანადგურა და მისი დედის სულისშემძვრელმა სიტყვებმა მთლად ბოლო მოგვიღო. შეუძლებელია თბილი, ტკბილი და გემრიელი ბიჭის დედის ნათქვამი ცრემლების გარეშე წაიკითო.

„ეს ჩვენი ბოლო საუბარი აღმოჩნდა, დედი, როგორც ყოველთვის, შენ სულ მიღიმოდი, მამხნევებდი და შენი ტკბილი საუბრით მიყუჩებდი იმ ჯოჯოხეთს, რასაც ემიგრანტი დედები გავდივართ იმ იმედით, რომ ჩვენს მონატრებულ შვილებს ჩავეხუტებით. თუმცა მე  ეს იმედი საბოლოოდ ჩამიქრა და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა.  როგორ გავუძლო ამ ყველაფერს, შენ ხომ ჩემი ფრთები იყავი, რომლითაც მე დავფრინავდი, შენ ხომ ჩემი ჰაერი იყავი, რომლითაც მე ვსუნთაქვდი, შენ ხომ ჩემი გული იყავი, რომლითაც მე ვცოცხლობდი. ახლა შენი დედიკო ფრთამოტეხილი, გულგატეხილი დადის მხოლოდ გიოს საიმედოდ და შენს სალოცველად. იქ შევხდებით, დედი და შენი დედიკო აღარასოდეს მიგატოვებს, სულ ჩაგეხუტება_ წერს ნინო ორაგველიძე სოციალურ ქსელში.

ამ გზას არცერთი დედა არ უნდა გადიოდეს შვილისთვის

ნიკოს დედა ასევე წერს: „ეს გზა ყველაზე მტკივნეულია, ამ გზას არცერთი  დედა არ უნდა გადიოდეს შვილისთვის, ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა .  შენთვის ეს გზა ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო, შვილო, ყველაფერი კარგი წინ გქონდა. ამბობენ, ბედისწერა იყოო. არა, დედა, ვერ დავიჯერებ, რომ შენ ასეთ ალალს, გულკეთილის, უბოროტოს ასეთი ბედი გქონდა .  შენ გახდი მსხვერპლი დაუდევრობის, უპასუხისმგებლობის და უსამართლობის, შენი უბედური დედიკო ყველაფერს გააკეთებს სამართლიანობისთვის,  გპირდები, შვილო, მთლად რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ან რა აზრი აქვს აწი შენს გარეშე ჩემს სიცოხლეს…  არასოდეს ყოფილა შენი დედიკო ასეთი ძლიერი, სწორედ ამ სიძლიერით მივაღწევ სამართლს“.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ნიკოს ოჯახის გვერდით ვართ სიმართლისთვის ბრძოლაში, რომ სამომავლოდ მაინც ვიღაცის დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო ნიკოსნაირმა ანგელოზებმა ასე ნაადრევად არ დაგვტოვონ.

ისევ დედის სულისშემძვრელი სიტყვები: ეს ის ბიჭია, 14 წლის ასაკში დიდი სახელი რომ დატოვა და ყველას გულებში სიყვარული დათესა… ეს ის ბიჭია, ყველას რომ სითბოს და სიკეთეს უნაწილებდა… ეს ის ბიჭია, ყველას რომ ღიმილით და მხიარულად ხვდებოდა… ეს ის ბიჭია, მისი თბილი ჩახუტებით ყველას რომ გულს უთბობდა… ეს ის ბიჭია, ყველაზე დიდი გული რომ ქონდა და ყველას სიყვარულს იტევდა… ეს ის ბიჭია, ყველას რომ გული დაწყვიტა… ეს ის ბიჭია, მისი ყველაზე უბედური დედა მაინც რომ ბედნიერია მისი სიამაყით… და ბოლოს, ეს ის ბიჭია, ყოველთვის უკვდავი რომ იქნება მისი სახელი – ნიკოლოზ გვარჯალაძე” .

რას ჩივი?