დიახ, საქართველოს ორი ტიტულოვანი კლუბის საქმე ისე წავიდა, რომ მეოთხე ლიგაში გადაეყარნენ ერთმანეთს. წინა ტურში პირველად მოიგეს იმერლებმა _ შინ „მაჭახელასთან“, რომელსაც შემდეგ ტურში ეთამაშება „გურია“, რომელსაც ამ მატჩამდე ოდენ პირველ ტურში აღებული ქულა ჰქონდა.
მატჩის ინტრიგა ანრი ზაქარაშვილმა საწყის 14 წუთში მოკლა _ ამ დროში, „გურიას“ ახალწვეულს ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა, 4-წუთიანი ინტერვალით. იგივე მეორე ტაიმში ვანო წილოსანმა მოახერხა და ამისთვის 20 წუთი ეყო.
საბოლოოდ, 4:0 და თემურ ლორიას გაწვრთილმა გუნდმა პირველი მოგება ჩაიწერა აქტივში.
„გურია“ სამი ტურის შემდეგ 4 ქულით მე-7 ადგილეა და 23 აპრილს სტუმრად ეთამაშება „მაჭახელას“.
16.04.2025 | ლანჩხუთი, „ევგ. შევარდნაძე“ | გურია 4:0 ზეტაფონი | 1:0, 2:0 ზაქარაშვილი (10″, 14″), 3:0, 4:0 წილოსანი (54″, 74″) | გურია: ხოფერია, ვარდიაშვილი, ჯღამაია (77″ კოკაია), შანიძე (77″ კუკულაძე), წილოსანი (74″ ლომაძე), ზაქარაშვილი, შარაშენიძე (65″ შალიკაშვილი), შარვაძე, გოგიჩაიშვილი (77. კერხანოჩიევი), სულაძე, ხაჭაპურიძე