„…ამის შემდეგ, „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები, თურქი ეროვნების კაცები მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეტევა ფეხბურთელებზე“ _ რას იხსენებს „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო

|

Loading

ფოტოკოლაჟი | გაბრიელა კამარგო (#11) ჩემპიონთა ლიგაზე და „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის შემდეგ - ისრით მითითებულია დაზიანების ადგილი

„ლანჩხუთის“ კოლუპბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო თბილისში, „ნიკე-ლუსოსთან“ შეხვედრის შემდეგ დაზარალებულ ფეხბურთელთა შორისაა, ვისაც მეტოქე გუნდის ქომაგება ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აი, როგორ აღწერს მომხდარს კოლუმბიელი: „სიმართლე გითხრათ, არ მინდა დავიჯერო, რაც მოხდა. მოგიყვებით ამის შესახებ. მე ვარ ქართული კლუბის „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ფეხბურთელი და ჩვენ ვითამაშეთ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ, მისსავე მოედანზე, მათივე ქომაგების წინაშე. მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის მოხდა ინციდენტი, რომელიც დაკავშირებული იყო მატჩთან და როგორც გავარკვიე, პრობლემა არ წარმოშობილა „ლანჩხუთის“ მხრიდან. ამის შემდეგ „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები, თურქი ეროვნების კაცები, მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეტევა ფეხბურთელებზე. მათთვის ამაზე არანაირი შემზღუდავი არ ყოფილა“.

„ლანჩხუთის“ ლეგიონერი ამბობს, რომ თურქმა ქომაგებმა პირადად მასზეც იძალადეს: „სამწუხაროდ, მე ვიყავი ერთი იმათგანი, რომელიც დავზარალდი ამ ქომაგებისგან. ვიმედოვნებ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და ამ ინციდენტთან დაკავშირებით მიღებული იქნება საგანგებო ზომები. ჩვენ ვართ პროფესიონალი ფეხბურთელები და ვიმსახურებთ პატივისცემას და იმის გარანტიას, რომ სადაც ჩვენი პროფესიით ვსაქმიანობთ, გვექნება უსაფრთხოება“

ასევე წაიკითხეთ:

[სკანდალი] „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, 16 წლის ანანო წიქარიძეს მეტოქე გუნდის ქომაგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„მეტოქე გუნდის ქომაგებმა მოედანზე შემოსვლა საფინალო სასტვენამდე დაიწყეს… ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს” – “ლანჩხუთი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რას ჩივი?