„შენ რას მომჩერებიხარ, მიდი ახლა, დროზე დოურეკე მაგ შენ ციალას, თუ ქალი ხარ!“

|

Loading

გურული მიკროავტობუსით მგზავრობს და თან მობილურზე ლაპარაკობს:

– წარმოგიდგენია, ციალა, შევდივარ ჩვენს საძინებელში და რას ხედავს აი ჩემი დასაფსები თვალები?! ჩემი კაზახი მეზობლის გოგოსთან ჩემსავე საწოლში არ ფართხალებს?! ჰოდა, ჩუმად, ფეხის წვერებზე უკან გამოვდივარ, სამზარეულოში გავდივარ, ვიღებ… ვაიმე, ციალა, ცა, ჩემი გაჩერებაა! 6-ზე სამსახურიდან რომ გამუალ, დანარჩენს მაშინ მოგიყობი…


საღამოს 6-ზე, იგივე ქალი იმავე მარშრუტის ავტობუსში ადის, ჯდება. იქ იგივე სახეები ხვდება, რომლებიც დილითაც მგზავრობდნენ…

მოულოდნელად, ავტობუსში კიდევ ერთი კაცი ამოხტება. ქოშინით სულს ძლივს ითქვამს და დანარჩენებს მიმართავს:

– ხომ არ დევიგვაინე, ხალხო?!


მერე ქალს მიუბრუნდება და ეუბნება:


_ შენ რას მომჩერებიხარ, ქალო, მიდი, ახლა დოურეკე მაგ შენ ციალას!

რას ჩივი?