“შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმელად ველოდით… დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი” _ ლანჩხუთი კიდევ ერთ ულამაზეს გოგოს ემშვიდობება

|

Loading

ნინო ფირცხალაიშვილი

ლანჩხუთი მორიგ ტრაგედიას განიცდის. მოულოდნელად დაიღუპა ახალგაზრდა ულამაზესი დედა – ნინო ფირცხალაიშვილი.

„დედასთან იჩქარე შეხვედრა, წადი, გაფრინდი და შენი შვილები დატოვე დედის გარეშე. ნუნუ ჩაგიკრავს, ტკივილს დაგიამებს, მაგრამ შენი ადრე მისვლა არ გაუხარდება. ღმერთო, ხანდახან რა სასტიკია წუთისოფელი“ _ წერს ლესის სკოლის დირექტორი თინათინ გოგელია.

„ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე ხარ ჩვენი. ყველა გელოდა სასიხარულო ამბით, შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმნლად ველოდით. დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი, ჩვენი სითბოს და სიყვარულის მანათობელი იყავი ნინიკო. ყველასთან უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს ასხივებდი. ნეტავ მწარე ტყუილი ყოფილიყო. მუდამ ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში, ჩვენო თვალებციმცია გოგო” – წერს სოციალურ ქსელში ანუკი კალაძე.

“გურია თუდეი” მწუხარებას გამოთქვამს ნინო ფირცხალაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?