„ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური

|

Loading

მამა გიორგი ცქიტიშვილი

ლანჩხუთელი მღვდელმსახური მამა გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს:

„სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს. შენს ხელშია – მიაწექი, როგორც გინდა, ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ.

ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ.

ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში.

მაგარია!

ერთხელ მკითხეს, რას შოულობ ესეთს ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში, მაქ რომ მსახურობ და არ მიდიხარო. არ ვიცი თუ იყო სასაცილო, მაგრამ გამეცინა. რას იზამ, ასე აზროვნებს ხალხის კატეგორია ალბათ.

რადგან ესე აზროვნებთ და ვინც ასე აზროვნებთ, თქვენივე აზროვნების კატეგორიით გკითხავთ: რა არის თქვენი ბენეფიტი ამ უსამართლობაში, რომ გიღირთ?

მე კი ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს უპასუხეთ. ოღონდ, როგორც დაგვარიგეს, ჯერ კითხვა უნდა დაუსვათ რომ უპასუხოთ“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მამა გიორგი ცქიტიშვილი

რას ჩივი?