რა შემთხვევაში ჰყოფნის 1 ქულა „გურიას“, მესამე ლიგაში გადასასვლელად? სატურნირო მდგომარეობა და ყველა შესაძლო ვარიანტი

|

Loading

„გურია“ გურული დერბის დაწყებამდე | გელა პატარაიას ფოტო

„გურიას“ ამ სეზონში ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი _ 19 ნოემბერს, სტუმრად თბილისის „ვიტ ჯორჯია-2“-თან და 26-ში, ლანჩხუთში – „არაგველებთან“.

ლანჩხუთის კლუბს კარგი შანსი აქვს, მესამე ლიგაში დაბრუნდეს. თბილისის „იბერია-2010“-მა და ხაშურის „ივერიამ“ უკვე გაინაღდეს ზედა ლიგის საგზური. მესამე ადგილისთვის 3 გუნდი იბრძვის. „ალგეთმა“ ეს შანსი უკვე დაკარგა _ იგი ქულებით შეიძლება დაეწიოს „გურიას“, მაგრამ ურთიერშეხვედრებში უარესი ბალანსის გამო.

თუ „გურია“ „ვიტ ჯორჯიას“ ფარმ-კლუბს მოუგებს, მესამე ლიგის საგზურს ერთი ტურით ადრე მოიპოვებს

„გურიას“ 1 ქულა ჰყოფნის, რომ მიუწვდომელი იყოს წალენჯიხის „სქურისგან“, რომელსაც მაქსიმუმ 56 ქულის მოგროვება შეუძლია, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში აგებენ გურულებთან (1:0, 0:2). რაც შეეხება „არაგველებს“, ისინი შემდეგ შეხვედრას უკვე გავარდნილ „მაჭახელასთან“ ჩაატარებენ და ჩავთვალოთ, 53 ქულა აქვს. მას ერთადერთი შანსი აქვს, „გურიას“ გადაუსწროს _ ბოლო ტურში ლანჩხუთში უნდა მოიგოს, ხოლო იქამდე გურულებმა სტუმრად „ვიტ ჯორჯია-2“-თან წააგონ.

ანუ „გურია“ მესამე ლიგაში გადავა, თუ ვეტერინარების უმოტივაციო ფარმ-კლუბს სტუმრად მოუგებს ან არ წააგებს „არაგველებთან“.

დარჩენილი შეხვედრები

17 ნოემბერი, ოთხშაბათი: „ვიტ ჯორჯია-2“ _ „გურია“, „არაგველები“ _ „მაჭახელა“, „მერანი“ _ „სქური“

26 ნოემბერი, ოთხშაბათი: „გურია“ _ „არაგველები“

რას ჩივი?