ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრშია, ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ამის გამო, ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე, თუმცა ხდება სამწუხარო ფაქტიც _ განათებები დააზიანეს და დილით კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს მოგლეჯილი დახვდათ.
„იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი ახალ წელს შეხვდეს ლამაზად მორთული და განათებული, ჩვენს შვილებს ჰქონდეს სასიამოვნო გარემო და საახალწლო განწყობა, ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ძალიან ბევრს შრომობენ, წვიმასა თუ ქარში. 23 დეკემბერს, საზეიმოდ აინთო ჩვენი გამორჩეული საახალწლო ნაძვის ხე, თუმცა მოხდა სამწუხარო ფაქტი, დილით დაგვხვდა დაზიანებული და დაგლეჯილი განათებები. ჩვენი თხოვნა იქნება, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს! იმედს ვიტოვებთ, მსგავსი ვანდალური ფაქტი აღარ განმეორდება“ _ აცხადებენ ლანჩხუთის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრში.

