ლანჩხუთში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ჩატარდა.
მონაწილეებმა მსვლელობა აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.
შობის დღესასწაული მეალილოეებს მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიულოცა.
„ყველას ვულოცავ ქრისტეშობას. ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ. მრავალს დაესწარით!“ – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.