„ლანჩხუთმა“ ვიცე-ჩემპიონს მეოთხე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოუგო, მაგრამ… ჩემპიონობის შანსი დაკარგა

|

Loading

„ლანჩხუთმა“ „კვარტალს“ წელს ოთხივე შეხვედრა მოუგო

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თბილისში „კვარტალი“ 5:2 დაამარცხა. ორჯერ შესძლეს დედაქალაქელებმა გათანაბრება, მაგრამ გურულებმა მაინც დიდი ანგარიშით მოიგეს.

ანგარიში მე-9 წუთზე 16 წლის ანანო წიქარიძემ გახსნა, ხოლო მეოცეზე _ უკვე ანასტასია ბოლქვაძემ გაგვიყვანა წინ. ორივეჯერ ლიზი კანკიამ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორეში 12 წუთში გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს: 62-ე წუთზე, ჩისომ სოფია ონიევუენმა გამოიჩინა თავი, ოთხ წუთში ტატა მატვეევამ უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ხოლო 74-ეზე, ანანო წიქარიძის მიერ შესრულებულმა დუბლმა მატჩს საბოლოო სახე მისცა…

5:2, 3:0. 6:0, 4:1 ამ ანგარიშებით დაამარცხეს „ციცებმა“ გასულ სეზონში მთავარი კონკურენტი და საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასული „კვარტალი“ და… ახლა თავად გახდა ვიცე-ჩემპიონი _ „ნიკე-ლუსომ“ „ელიტას“ მოუგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე თბილისელებს 6-ქულიანი ფორა აქვთ, რაც საჩემპიონოდ საკმარისია. თანაბარი ქულების შემთხვევაში, „ნიკე-ლუსოს“ აქვს ორი მოგება და მომდევნო ტურში, ლანჩხუთში რომც წააგოს, უპირატესობა მაინც მას დარჩება.

ორი ტურით ადრე, უკვე გარკვეულია სამივე პრიზიორი

ამის მიუხედავად, ლანჩხუთური შეხვედრა ინტრიგას მაინც ტოვებს _ შეძლებენ თუ არა მოქმედი ჩემპიონები მომავალი ჩემპიონების დამარცხებას, პლუს მატჩს დაძაბულობა სხვა მხრივაც არ დააკლდება _ თბილისური მატჩის შემდეგ მომხდარი სკანდალის გამო…

10.11.2025 | თბილისი, ნუცუბიძის საფხებურთო ცენტრი | კვარტალი 2:5 ლანჩხუთი

0:1, 2:5 წიქარიძე (9, 74), 1:1, 2:2 კანკია (12,27), 2:1 ბოლქვაძე (20), 3:2 ონიევუენი (62), 4:2 მატვეევა (66)

ლანჩხუთი: ჭრიკიშვილი, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, წულაია, რასელი, კამარგო, წიქარიძე, ბოლქვაძე, ონიევუენი, მატვეევა, ჭიჭინაძე

რას ჩივი?