დღეს, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმში მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის ,,ჩემი შობა“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კომპენტენტურმა ჟიურიმ შემოსული ნაშრომებიდან შეარჩია 11 საუკეთესო, რომელიც გადაანაწილა ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
შემოქმედთა მუზეუმისა და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურულ კლუბ ,,კვირტების“ ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების IV-XII კლასელები მონაწილეობდნენ.
IV-VI კლასები, პოეზია:
I ადგილი _ ზურა გვარჯალაძე (მე-3 საჯარო სკოლა, IVა კლასი)
II ადგილი _ ნიგვზიანის საჯარო სკოლა, IV კლასი
III ადგილი _ სიდონია ლომაძე, მე-3 საჯარო სკოლა, IVბ კლასი)
VIII-XII კლასები, პოეზია:
I ადგილი _ ბაჩი შაინიძე (ნიგოითის საჯარო სკოლა)
VIII-XII კლასები, პროზა:
I ადგილი _ დავით ჭყონია, 1-ლი საჯარო სკოლა, XI კლასი
II ადგილი _ ნინი ჩხაიძე, მე-3 საჯარო სკოლა, VIII კლასი
გამარჯვებულ მოსწავლეებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, გოდერძი ქურიძემ. ბავშვებს გზა დაულოცეს და შემდეგი წარმატებები უსურვეს ,,სამების“ წევრებმა _ სამსონ მათითაიშვილმა, ნუგზარ გუჯაბიძემ და მაგული კვაჭაძემ.
კონკურსის ჟიური, ორგანიზატორები და გამარჯვებულები
თავის ფავორიტს, ზურა გვარჯალაძეს პერსონალური საჩუქარი გადასცა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა რომან ბიწაძემ, მუზეუმის თანამშრომლის, ნუნუკა ლომაძის სიმპათია დაიმსახურეს დავით ჭყონიამ და ბაჩი შაინიძემ, ,,კვირტების“ რჩეული ნინი ჩხაიძე გახდა, ხოლო შემოქმედთა მუზეუმმა ნიგვზიანის სჯარო სკოლის მეოთხეკლასელი მათე აფხაზავა დაასაჩუქრა.
„გურია თუდეი ჯგუფმა“ გამარჯვებულებისთვის სიგელები დაამზადა. უკვე წლებია, შემოქმედთა მუზეუმთან ვთანამშრომლობთ და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს, დარეჯან ბიწაძეს, რომ მოგვეცა საშუალება ამ ლამაზი ღონისძიების მხარდამჭერები ვყოფილიყავით.