ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გურულების სიძე, გერმანელი ისტორიკოსი ჟანო ფრიდშენი სტუმრობდა.
მისი მეუღლე თამუნა ხავთასი სოფ. სუფსიდანაა და ამჟამად ცხოვრობენ გერმანიაში.
მათ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს დოკუმენტები გურიაში, კერძოდ სუფსაში ნავთობწარმოების ისტორიის შესახებ, რომელიც ბატონმა ჟანომ შემთხვევით მოიკვლია ქ. კასელის არქივში, პროფესიული საქმიანობის დროს.
დოკუმენტები ქალაქ კასელის არიქვიდან
ეს დოკუმენტები XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება, როცა გურიაში, მათ შორის სუფსაში, აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების მიერ ნავთობის მოპოვება ადგილობრივებთან ერთად.