ლანჩხუთელი მასწავლებელი, საკრებულოს წევრი, აქტივისტი და კიდევ 6 პირი სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა – რა უთხრა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს?

|

Loading

სასამართლო პროცეს / ფოტო „ტაბულა“

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე და მისი მეუღლე, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარადნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლეს აფხაზავამ თხოვა, თუ საქმეს არ შეწყვეტდა, მისთვის ჯარიმა არ დაეკისრებინა და შენიშვნით შემოფარგლულიყო, რაზეც ციცინო მოსიძემ უპასუხა, რომ შენიშვნა მხოლოდ იმათთან გამოიყენება, ვინც ბრალს აღიარებს. „მე ვთვლი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, ამიხსენით“ _ უთხრა მასწავლებელმა.

მარცხნიდან: გივი ცინცაძე, ლადო აფხაზავა, ირინა ზარანდია / ფოტო „ბათუმელები“

მოსამართლემ ლანჩხუთელი სამეულის გარდა ასევე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა ჟურნალისტები _ გელა მთივლიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე და ეკა კუხალაშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგები _ ქეთევან ფილაური და მაია ცირამუა.

მათ 26 იანვარს, სხვებთან ერთად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეკრება გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჟურნალისტის სარჩელის დაუშვებლად ცნობას.

რას ჩივი?