ლანჩხუთის საკრებულოს 32 წევრიდან 19 თანამდებობას იკავებს, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება
ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა _ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“. პირველს ია მოქია უხელმძღვანელებს და 7 მოადგილე ეყოლება: კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, სპარტაკ კვაჭაძე, ვლადიმერ ნანაძე, ირაკლი ცინცაძე და ვანო ებრალიძე. აქედან პირველი ხუთეული წინა მოწვევის საკრებულოშიც იგივე პოზიციას იკავებდა, ხოლო ბოლო ორი ახალი სახეა. მმართველი პარტიის […]
XIX საუკუნის ბოლოდან ლანჩხუთი უკვე მოიხსენიებოდა თვითმმართველობის მქონე ქალაქად _ სოფელ ქვიანში ნაპოვნი სპილენძის ბეჭედი უკვე მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია!

ლანჩხუთის მხარეთმოცდნეობის მუზეუმს კიდევ ერთი უნიკალური ესპონანტი შეემატა, როემლიც ამტკიცებს, რომ ლანჩხუთი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან სახელდებოდა, როგორც თვითმმართველობის მქონე ქალაქი. ბეჭედზე იკითხება წარწერა – ქალაქ ლანჩხუთის თვითმართველობა „ახლახან მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გულეკარის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. მან მუზეუმს საჩუქრად გადმოსცა სოფ. ქვიანის ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძის ბეჭედი, რომელიც მისთვის გადაუციათ. […]
„საშინელი დღეები გამოვიარეთ, ყველაფერი უფერული გახდა, მაგრამ იმ 13 წლის განმავლობაში, რაც დავაგროვე, ეს ლამაზი და ფერადი მოგონებებია“ _ დღეს ესე ბარამიძე 65 წლის გახდებოდა

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ემიგრანტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში მამის, თანარაიონელების უსაყვარლესი პიროვნების, ესე ბარამიძის გარდაცვალების მძიმე დღეებს იხსენებს და იმიერში საიუბილეო თარიღს ულოცავს. „მამა _ 65. ძალიან მაკლია და უსასრულოდ მინდა ვწერო მამაზე. გოგოებს მამები უფრო უყვართო, ნათქვამია და არ ვიცი, საიდან წამოვიდა პირველად ეს ნათქვამი, მაგრამ, ალბათ, ასეც არის იმიტომ, რომ დრო და ჟამი […]