„მაგრად ჩაგიკრავთ გულში და ერთად ვიქნებით სამუდამოდ“ [სერგი მირზაშვილის მონატრება]

სერგი, მოვიდა ის საშინელი დღე, 25 მარტი, რომელმაც შენი სიცოცხლე შეიწირა 11 წლის წინ და მხოლოდ მოგონებები დაგვიტოვა. შენ იყავი ერთი უბრალო, სულით და გულით ლამაზი ბიჭი. გიყვარდა ცხოვრება და მეგობრები. ყველა გეცოდებოდა, მაგრამ   შენ არავინ შეგიცოდა. ყველასგან გამორჩეულს სიკვდილიც გამორჩეული, შემზარავი გარგუნეს. მოვდივარ შენთან, გინთებ სანთლებს და უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფის შენი ლამაზი სული. […]

„ახლა ორი გმირი ბუმბერაზი გვყავს იმიერში…“ [ჯამბულათ ხოფერიას ტკივილიანი დაბადების დღე]

დაბადების დღეს გილოცავ, იმიერში, ჩემო ბომბორა, ჩემო გოლიათო, ჩემო შეუდარებელო ვაჟკაცო. როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერი წლები და დღეები, ისევ „მოროხროხდე“, შორიდან მეძახდე _ ,,დეიდაა“. ჩვენც, მე და გოგოები შენს ხმაზე გამოვცვივდეთ , შეგეგებოთ, ისევ აგვიტაცო ხელში, სათითაოდ დაგვატრიალო და ჩვენი ეზოკარი ისევ აივსოს ბედნიერი ხმებით… ბევრი ცრემლი და ტანჯული დღეები […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გულიკო ორმოცაძე

◼️ | შვილი ზვიად ქინქლაძე; სიძე ჯემალ მურვანიძე; დისშვილები; დისშვილიშვილები; რძლები და ახლო ნათესავები იუწყებიან გულიკო გრიგოლის ასული ორმოცაძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, 15 სთ.-ზე; სოფ. ჭყონაგორა.

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ლია ებრალიძე

◼️ | შვილი ნინო; და ნანა; შვილიშვილები: ლიკა, ლუკა;  სიძე გურამ ლოლაშვილი; რძალი რუსუდან თხილაიშვილი; შვილთაშვილები: მატილდა, ნიკოლასი; დისშვილები: სოფიკო, ეთუნა კუხიანიძეები; დისშვილიშვილები: მამუკა, ნინიკო მეიშვილები, შოთიკო, ანანო იმნაიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ლია ვახტანგის ასული ებრალიძის გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: ხუთშაბათს, 20 მარტს, აგარაკის სასაფლაოზე. ◼️ | გამოსვენება: 15 სთ.-ზე, ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.#130-დან.

„ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის“ [თენგიზ ცინცაძის ტკივილიანი გახსენება]

ეს ღამე ძალიან მტკივნეულია ჩემი ოჯახისთვის, ყველაზე კარგი ადამიანი მოუკლეს ჩემს შვილებს, განუმეორებელი ბიძა! ეხ!!! თენგო !!! იმ უბედურ ღამეს ჩამოგვექცა თავზე ყველაფერი. ძალიან გვაკლიხარ, ჩემო კარგო ძმაო. შენ ვინ გაგიმეტებდა თუ არა ისეთი გლახაკი,რომელმაც სიცოცხლეს გამოგასალმა. არასოდეს დაგივიწყებთ! ციცინო უგრეხელიძე

„გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა…“ [ავთუკა ჯორბენაძის მონატრება]

ჩვენო სიკეთის ბიჭო, როგორი ცოტა იყო ეს სიცოცხლე შენთვის… ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, შენზე ამბებს ვიხსენებთ და ეს გვაძლებინებს, თუმცა ეს თავის მოტყუებაა, გამოვიფიტეთ, უჰაერო ბუშტებივით დავფრინავთ, მექანიკურად ვმოძრაობთ. მაგრამ მივეჩვევით, ამ ტკივილით როგორღაც ვიარსებებთ. გული როგორი თბილი გქონდა, სიკვდილმაც ვერ გაგაცივა… დედამიწაზე მოსიარულე სიკეთის ბიჭო, აქ ვერ დაეტიე, აქ არ იყო შენი ადგილი, რაღაც სხვას […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა გიორგი ბურძგლა

◼️ | დედა ცირა; მეუღლე ლია; შვილები: ბაჩუკი, კობა; და ეკა; რძლები: თეკლა სარჯველაძე, ნინო თოხაძე; დისშვილები: ნათია, მარიამ აფხაზავები; სიძე გივიკო გორდულაძე; ბიცოლა დალი გურეშიძე; ცოლისძმა გია, ცოლისდა ნინო გოგიბერიძეები; ქვისლი რევაზ ჯანჯღავა; ბიძაშვილები, მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან გიორგი ბურძგლას გარდაცვალებას. ◼️ | დაკრძალვა: კვირას, 16 მარტს, 15 სთ.-ზე, სოფ. ორაგვეში.◼️ | […]

„ასე უნდა დაწყებულიყო დღესაც… ძალიან მინდოდა“ [თამრიკო წერეთლის მონატრება]

დღეს დილიდან ტელეფონს გამორთავს… თუმცა ნამცხვარს მაინც აცხობს… თავის მეორე ოჯახში (ბიბლიოთეკაში) უნდა წაიღოს… მიაქვს თავისი ,,საშობაო”, მთელი წელი რომ ავსებდა ჭურჭელს ფერად_ფერადი ხილით… მერე გაფრთხილებას მომცემს: სადმე არ თქვა დაბადების დღე რომ მაქვსო… მერე, საღამოს, მაინც შეკაზმავს ტკბილ სუფრას, მაინც დაჯდება მის სამეზობლოსთან… ასე უნდა დაწყებულიყო დღესაც… ძალიან მინდოდა … მიყვარხარ… არშესრულებულ წლის მატებას […]

„ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის წინაშე“ [თამაზ გოგიჩაიშვილის ტკივილიანი დაბადების დღე]

13 მარტს თქვენი დაბადების დღეა, მეოთხედ ვხვდებით უთქვენოდ, ბატონო თამაზ, ჩვენი სოფლის დიდო გულშემატკივარო და მოამაგევ. იმიერში გილოცავთ! თქვენს სახელს ჩვენს გულებში დავიწყება არ უწერია. ფასდაუდებელია თქვენი ამაგი ლესისა და ჭინათის პოპულარიზაციაში, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფურცლების შექმნასა და ჩვენი საამაყო ადამიანების წარმოჩინებაში. თქვენც ჩვენი სიამაყე და უკვე დიდი ტკივილიც ხართ, ბატონო თამაზ! მადლობას გიხდით, რაც ჩვენი […]

ლანჩხუთელი ვეტერანების გასახარად მთებს გადადგამდა [გიორგი (გენადი) პატარაიას ტკივილიანი გახსენება]

4 წელი გავიდა, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებში არ დააბიჯებს უკეთილშობილესი ადამიანი, მუდამ სხვებზე მზრუნველი და გადაყოლილი… მოსიარულე სიკეთე კაცი ყველას დაგვაკლდა. განსაკუთრებით მოაკლდა მისი მზრუნველობა ლანჩხუთელ ვეტერან ფეხბურთელებს, რომელთა გასახარად მთებს გადადგამდა. მრავალი ლამაზი დღეც მოუწყო მათ… ჩვენს ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ ამ ალალი, პატიოსანი ადამიანის სულისთვის და არასოდეს დავივიწყოთ მისი გაკეთებული სიკეთეები, სადაც ის სულ […]