„ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან არ მყავხარ, დედა“ [ციალა ბანძავა-ჩხაიძის მონატრება]

40 დღე გავიდა იმ კოშმარული დღიდან, დედა. მეტად რთული ცხოვრების გზა გარგუნა უფალმა – ნაადრევი ქვრივობიდან უმძიმეს ავადმყოფობამდე, რომელიც, როგორც ნამდვილმა ქართველმა, ღირსეულად განვლე. ჩემო ჭირთამთმენო, ჩემო და ჩვენო მარადიულო ტკივილო და მონატრებავ, შეხვედრამდე, დეე… დედას ეს გაზაფხული მე არ მეკუთვნის,რადგან აღარ მყავს დედა,ვარ მწუხარების დარდში ჩაფლული,გარს მახვევია სევდა. აყვავებულან მთებზე იები,ფურისულებიც ჰყვავის,მე განშორებით ვარ […]

„მადლობა, რომ სუფთა წარსული და სუფთა ოჯახი დაგვიტოვე“ [რევაზ ფაცურიას გამოსათხოვარი]

მამა, შენი ცხოვრების მანძილზე, შენი თანამდებობებზე მუშაობის მანძილზე, არსად არავინ გაგიწირავს, არსად არავინ მოგიტყუებია. მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა, ყოველთვის სინდისიანი ლუკმა მოგქონდა შენს ოჯახში. ყველას გულშემატკივარი და ჭირის გამზიარებელი იყავი. სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა… ისე აღვზრდი დამიანეს, როგორც შენ გიხაროდა, მე და კაკო შენს კერას არ გავაციებთ, მამა. შენს ფუტკარს მე მოვუვლი, ხომ მასწავლე… მიმძიმს […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ვალერიან (კისო) ზენაიშვილი

◼️ | მეუღლე ლელა ქურიძე; შვილები: ნინო, ვაკო; შვილიშვილი ლუკა ნიქაბაძე; დები: რუსუდანი, ქეთევანი; ძმა ბიძინა; რძალი ნაირა ჩხაიძე; სიძეები: გიორგი ნიქაბაძე, მალხაზ გორდელაძე, მიშა ნინოშვილი; ძმისშვილი ბესო ზენაიშვილი; დისშვილები: მაია გორდელაძე, თამარ, ია ნინოშვილები; ცოლისდა ლალი ქურიძე; ცოლის დისშვილი გიორგი დოლიძე; მძახალი ნინო ნიქაბაძე; ბიძაშვილები; მამიდაშვილები; დეიდაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ვალერიან (კისო) ზენაიშვილის […]

[ნეკროლოგი] გარდაიცვალა ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძისა

◼️ | შვილები: დარეჯანი, ნატო; სიძეები: არჩილ ჯიჯიეშვილი, ჯანი კალანდაძე; შვილიშვილები: ირაკლი, გია, სოფიკო, ნიტა, ირმა; შვილთაშვილები; რძლები; დები და ახლო ნათესავები მწუხარებით იუწყებიან ნანული უგრეხელიძე-ჩხაიძის გარდაცვალებას. დაკრძალვა: სამშაბათს, 15 აპრილს, სოფ. აცანაში.

[თანაგრძნობა] რევაზ ფაცურიას გარდაცვალების გამო

◼️ | ნინო გურგენაძე, თეა ჩიქოვანი დიდი გულისტკივილით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ნანა ფაცურიას ძმა,რევაზ ფაცურიადა თანაუგრძნობენ ოჯახსა და ყველა ახლობელს.

„მთელ გურიას დაწყვიტა გული, ადამიანობის მაგალითი იყო…“ [მალხაზ თავაძის გახსენება]

4 წლის წინ, ლანჩხუთს კიდევ ერთი კარგი, ღიმილიანი კაცი გამოაკლდა. ლამის მთელი გურია იცნობდა, თავისი საქმის პროფესიონალი იყო… სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად, რასაც შენი ახლობლები განვიცდით. ნუთუ ასეთი ხან მოკლე იყო შენი ცხოვრება, ჩვენო ღიმილიანო, სიცოცხლით სავსე და მოუსვენარო? რა უსამართლობაა ეს ცხოვრება… ჩვენი მალხაზი ადამიანობის მაგალითი იყო… საუკეთესო მამა, საუკეთესო ადამიანი, მეზობლებში, ახლობლებში, გაჭირვებაში, […]

„დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე…“ [შოთა გურგენაძის ტკივილიანი გახსენება]

მე-40 დღეა შენი გარდაცვალებიდან, კეთილო ადამიანო. ზამთრის იმ სუსხიან დღიდან მოყოლებული, როცა მშობლიური სოფლის მიწამ გულში ჩაგიხუტა, დღე არ გასულა შენი ხსენების გარეშე… ეს ხსენება ისევ და ისევ შენს მიერ გაცემული სიკეთის სამადლობელო სიტყვები და სინანული იყო… იმ სიკეთის, ოჯახმაც რომ არ იცოდა და ახლა იგებს თანდათან…  როგორ შესძელი ამდენი? კიდევ რამდენს შეძლებდი თურმე? მე […]

„როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება…“ [ნუნუ ჯორბენაძე-ჩხაიძის გამოსათხოვარი]

ჩვენო ნუნუ, კეთილშობილო,  ლამაზო, საიმედო დასაყრდენო და კარგო ადამიანო, მშვიდად განისვენე. გულისტკივილია ჩვენთვის შენი ამ ქვეყნიდან მოულოდნელი გასვლა… როგორ გიყვარდა სიცოცხლე, სილამაზე, სითბოს დარიგება… შენში ხომ უხვად იყო ადამიანური განცდები თავმოყრილი. მადლობა უბადლო მანდილოსნობისთვის, ღირსეული ოჯახის ბურჯობისთვის, სამაგალითო მეზობლობისთვის. თანავუგრძნობთ შენს დიდ ოჯახს. ყოველთვის გვემახსოვრები, ჩვენო მოფუსფუსე, თბილღიმილა ქალბატონო. შენი სამეზობლო

„უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება“ [კახა კოსტავას გახსენება]

შენნაირი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა მიდიოდნენ ამქვეყნიდან, კახა. სულ სითბოსა და სიკეთეს ასხივებდი, ჩვენო ალალმართალო ბიჭო… ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული, ყველას დაგვიტოვე იარა… 12 ტკივილიანი წელი გავიდა, რაც შენი ნათელი სული ზეცად ამაღლდა და მარადისობას შეუერთდა.  მონატრებაზე ძნელი არაფერი ყოფილა… უშენობა გადახსნილ იარასავით გვტკივა. უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები ისე, თითქოს გაჩერდაო დროის დინება.  ჩვენს […]

„ექვსი წლის წინ დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან და თან წაიღო მთელი ეპოქა“ [რამაზ ურუშაძის გახსენება]

6 წლის წინ, წავიდა ჩვენგან გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის მქონე, აკადემიურობითა და ამავდროულად დახვეწილი იუმორითა და მგრძნობიარე გულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სამაგალითო იყო კოლეგებისათვის თავისი პროფესიონალიზმით, პოზიტივითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით. დააკლდით სრულიად სამედიცინო საზოგადოებას. თქვენ იყავით ჩვენი მეგობარი, უდიდესი გულშემატკივარი, ჩვენი დარდის და ვარამის გამზიარებელი. მუდამ გაგიხსენებთ, როგორც შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალე მეგობარს, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ […]