დღეს ძალიან ცუდი ამბავი შევიტყვეთ. სავარაუდოდ, გულის პრობლემით გარდაცვლილა ჩვენი საუკეთესო მეგობარი და კაცური კაცი, ჩვენი ,,პატარა” და ვაჟკაცური ბუნების მქონე ბიჭი – შოთიკო შერსტნიოვი, რომლის გარდაცვალებამც გული დასწყვიტა ყველას, ვინც მას იცნობდა.
საოცარი ბუნების კაცი იყო… მიუხედავად იმისა, რომ ის უმამოდ გაიზარდა და მოზარდობის ასაკში ვაჟკაცური მაგალითის მიმცემი ოჯახში არავინ ჰყავდა, იგი თავად ბუნებით იყო როგორც „თვითნაბადი ოქრო“ პატიოსნებით, მართალი გულით, სიმამაცით, უღირსთა წინაშე არდარიდებით და შეუპოვრობით უნამუსობის მიმართ, სიალალით, გულკეთილობით, პასუხისმგებლობით, შრომისმოყვარეობით და ნიჭიერებით.
მე პირადად მსგავსი ძვირფასი ბუნების თაიგულად შექმნილ ადამიანებს ნაკლებად ვიცნობ, რომლის სულის აჩრდილიც ბევრად უფრო ღირებულია მრავალი ცოცხალის არსებობაზე.
24 ივლისს მისი დაბადების დღე იყო. ძველმა მეგობრებმა აღვნიშნეთ და ერთად ვიხალისეთ. უამრავი მადლობა გვიხადა ამ დღის გალამაზებისთვის. ამ ასაკში ასეთი კარგი პიროვნების გარდაცვალებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიკვდილი არ არის ე.წ. ,,განაჩენი” და ის უფალმა მისთვის განსაზღვროლ დროს გაიყვანა ამ ვერაგი წუთისოფლიდან.
ნათელი გზა და სამკვიდრებელი, შოთი, შენს ალალ-მართალ სულს.
ხათუნა გუჯაბიძე
„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.


