ექსკლუზივი: „ლანჩხუთმა“ ბელორუსი პალინა ჰირჩიცი დაიმატა, მოქმედი ჩემპიონი 6-მა ლეგიონერმა დატოვა…

|

Loading

„ლანჩხუთი“ ლეგიონერების უმეტესობამ დატოვა

ახალი სეზონიდან, „ლანჩხუთის“ ღირსებას ბელორუსი მცველი დაიცავს _ პალინა ჰირჩიცი მოქმედმა ჩემპიონმა „კვარტალიდან“ დაიმატა. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, კლუბში დიდი ცვლილებებია. ძველი შემადგენლობიდან რჩება ორი ლეგიონერი _ ანა მილჩევსკა და ჰანა რასელი, ხოლო „ლანჩხუთი“ უკვე დატოვა 6-მა უცხოელმა: კელი გიდსმა, ანამარია ბეჟამ, ვანესა ხირალდომ, ლესლი რამირესმა, პაულა კიროგამ და იამურ იალვაჩმა.

იამურ იალვაჩი

ეს უკანასკნელი თბილისის „ლუსოს“ (ყოფილი „ელიტა“) ღირსებას დაიცავს, რომელიც ახლახანს მისი მამის, ბურჰან იალვაჩის საკუთრებაში გადავიდა. უფროსი იალვაჩი ამავე სახელწოდების საერთაშორისო კომპანიას ფლობს და ბოლო თვეების მანძილზე „ლანჩხუთთან“ თანამშრომლობდა.

თურქი ლეგიონერის გარდა „ლუსოში“ გურულების რამდენიმე ლიდერი ითამაშებს, მოთამაშეთა ნაწილი კი ჩხოროწყუს „სამეგრელოში“ გადავიდა. დაზუსტებულ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.

„ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ხოლო ჯამში ამ ტიტულს ყველაზე მეტჯერ _ 4-ჯერ დაეუფლა. წელს გურულები ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც 2020 წელს, საქართველოდან პირველებმა მოახერხეს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა.

რას ჩივი?