„ჩემო ლანჩხუთელებო, მოდი, ეს გლამურული გოგო გავიხსენოთ… იანვრის ბოლო დღეს… ჩვენი ნანო იმნაძე – ნიჭიერი, ლამაზი , დახვეწილი… სითბოთი სავსე, კარგი პედაგოგი! ის ჩემი კარგი ნაცნობი იყო… მჯერა, მის მეგობრებს, ნათესავებს, მოსწავლეებს უფრო მეტი ექნებათ სათქმელი“ _ წერს პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „this is ლანჩხუთი“ ჟურნალ „მზერას“ რედაქტორი მაკა გიგინეიშვილი, რომელიც ასევე არის ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტი.
მისი თქმით, ელოდა, ვინმე დაწერდა ულამაზეს ნანოზე, მაგრამ…
„ხოდა, ამიტომაც, ერთხელ, გულიანად მოვიგონოთ ეს თვალებბრდღვიალა გოგო, რომელიც უცხო ქვეყნის მიწაზე დაიკრძალა, მისი მეუღლის საგვარეულო სასაფლაოზე, მაგრამ მაინც უცხო მიწაზე..
„ჩუმად, პირის კუთხეში, ღიმილით, ქუსლიანი ფეხსაცმელით , გამოიხურე ამ საწუთროს კარი!“
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს მწერდა და მირეკავდა.. ზაზას, მისი ძმის გარდაცვალების მერე განსაკუთრებით.. არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს პოსტი , იანვრის ბოლო დღეს აქ უნდა დამედო! მის სულს სურდა, გაეხსენებინა, მისი მიწა-წყლის ხალხს ალბათ!
მშვიდად განისვენე, ლამაზო გოგო!
მთელი ლანჩხუთის და შენი თაობის სახელით, მივცემ თავს უფლებას და გეტყვი: ყველას ახსოვხარ! ბევრს უყვარხარ და ენატრები…
ნათელი შენ სულს! ისე წახვედი, არც არავინ შეგიწუხებია! ჩუმად, პირის კუთხეში ღიმილით, ქუსლიანი ფეხსაცმელით გამოიხურე ამ საწუთროს კარი!
შენი გარდაცვალება შენ არ გგავდა.. ალბათ, თავადაც ასე ინდომე! მოკრძალებულად! ახლა ზაზაც იქ გყავს და მშობლებიც! ნათელი დაგდგომოდეთ მთელ ოჯახს!
ეს ერთი ადამიანური და ტრაგიკული ისტორიაა ულამაზესი ქალის ცხოვრების… ქალის, რომელმაც დროს გაუსწრო და ვერ გაუგეს…“ _ წერს მაკა გიგინეიშვილი.