დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მე-7 ტურის შეხვედრა ქუთაისში გამართა და საქართველოს ორგზის ჩემპიონ „მართვეს“ 8:0 მოუგო. მოქმედმა ჩემპიონებმა მასპინძლებს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე. ანგარიში მე-12 წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა, რასაც ლელა ჭიჭინაძის დუბლი (20′, 39′), ხოლო გოლებს შორის ანასტასია ბოლვაძისა (26′) და ტატიანა მატვეევას (34) თითო კინკილა მოჰყვა.
მეორე ნახევარში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს _ თავი ანანო წიქარიძემ (51′) და სალომი დიმოპულუმ (80′) გამოიჩინეს, ხოლო სულაშვილმა 74-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.
„ლანჩხუთის“ მთავარმა კონკურენტმა „ნიკე-ლუსომ“ თავისი შეხვედრა 2:0 მოიგო „კვარტალთან“ და ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად მოხდა, რომ გურულებმა დედაქალაქელებს ბურთების ბალანსით გადაუსწრეს და პირველ ადგილზე გადავიდნენ. უბრალოდ, „ნიკე-ლუსოს“ ჯერ გოლი არ გაუშვია, სამაგიეროდ, გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა 6-ით მეტი გაიტანეს, ჯამში კი 55 გოლი 7 შეხვედრაში!!! ეს, საშუალოდ, ერთ შეხვედრაში 7,86 გოლი გამოდის, რაც, დაგვეთანხმებით, ფანტასტიკური მაჩვენებელია.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
შემდეგ შეხვედრას „ლანჩხუთი“ საკუთარ მოედანზე 4 მაისს გამართავს და ასევე ყოფილ ჩემპიონს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლებს, რომელიც ასევე ტიტულისთვის იბრძვის და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს „ნიკე-ლუსოსთან“ (შინ 0:2). მატჩს ინტრიგას მატებს ისიც, რომ სეზონის წინ, ლანჩხუთიდან მეგრულ კლუბში რამდენიმე მოთამაშე გადავიდა (ეკა თაბაგარი, ანა წულაია, ანი გობრონიძე, მარიამ კაპანაძე, ლანა გორგაძე). დღეს, მეგრელებს „ვერესთან“ შეხვედრაში ფეხბურთელეი გაუძევეს, მაგრამ 10 მოთამაშით მოახერხა გატანაც და მოგებაც (1:0).
27.04.2025 | ქუთაისი. სფფ-ის აკადემია | მართვე 0:8 ლანჩხუთი | 0:1, 0:7 სულაშვილი (12′, 74′), 0:2, 0:5 ჭიჭინაძე (20′ 39′), 0:3 ბოლქვაძე (26′), 0:4 მატვეევა (34′), 0:6 წიქარიძე (51′), 0:8 დიმოპულუ (80)
ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე (78′ ცეცხლაძე), ჩხარტიშვილი, კალანდაძე, პირჩიცი (78′ შეწირული), რასელი, წიქარიძე, ბოლქვაძე (60′ გიდესი), სულაშვილი, მატვეევა (60′ ჯანიკაშვილი), ჭიჭინაძე (45′ დიმოპულუ)