გურიაში მოსული დიდი თოვლის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 22 და 23 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს ოზურგეთის მიმართულებით.
უწყების ცნობით, გაუქმებულია შემდეგი რეისები _ 22 თებერვალი: ოზურგეთი – თბილისი, ბათუმი – ოზურგეთი; 23 თებერვალი: თბილისი – ოზურგეთი, ბათუმი – ოზურგეთი – ბათუმი.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, სრულად აუნაზღაურდებათ ღირებულება.