გურული ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ძველ მხიარულ ისტორიას იხსენებს:
_ გურიაში არის ასეთი გამოთქმა „ჩემულობს”, მაგალითად, ვეტექიმობას “ჩემულობს” ან ელექტრიკობას “ჩემულობს”, ასევე იტყვიან “მატორისტობას” “იბრალებს” და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, “ჩემულობს” და “იბრალებს” სიტყვა “დილეტანტიზმის” ერთგვარი შესატყვისები გახლავთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ისტორიაა: გურიის ერთ სოფელში ძროხა გახდა ძალიან ცუდად. პარტონს მეზობელმა, რომელიც ვეტექიმობას ჩემულობდა, ასწავლა “მატორის” ზეთი დაალევიეო. ასეც მოიქცნენ და და ძროხა უარესად გახდა.
აი რა მიქენიო, ეცა პატრონმა ჭკუის მასწალებელს, იმანაც – ალბათ, ზეთი მეტი მოგივიდა და მაი რომ გაანეიტრალოს, ახლა “სალიარკა” დაალევიეო.
დაალევიეს დიზელის საწვავი და თლა წეიქცა ძროხა.
ახლა უკვე ვეტექიმს დაუძახეს, იმანაც იკითხა – რამე ხო არ დაალევიეთო?
– ჯერ მატორის ზეთი დავალევიეთ და რომ არ უშველა, ერთი ვედრო „სალიარკაო“ _ უპასუხეს.
– “გაზაპრავკებული” ქე გყოლიათ და ახლა “რული” დოუყენეთ და ეგება, ოზურგეთის ბოინამდე მისი “ხოდით” მივიდესო _ ურჩია ვეტექიმმა.

