6 წლის წინ, ჩვენს კუთხეს გამოაკლდა განათლებული ადამიანი, სამართლიანი და გვერდში მდგომი, კაცური კაცი _ ვაჟა სარჯველაძე. ის იყო კუთხის გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ცხოვრება შრომაში გალია. გამოირჩეოდა ხელმძღვანელისა და ორგანიზატორული ნიჭით.
ბატონ ვაჟას ცხოვრებამ მძიმე განსაცდელი მოუვლინა _ ახალგაზრდა ვაჟკაცი შვილის ტრაგიკულად დაღუპვით, მაგრამ ის იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის ამ უდიდეს გულისტკივილს სხვას არ აგრძნობინებდა…
თავისი პირდაპირი და მართალი სიტყვით ბოლომდე იდგა რაიონის უმნიშვნელოვანესი მოვლენების სადარაჯოზე.
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!
სამეზობლო