3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ექსკლუზივი: ლანჩხუთში „პსპ“-სა და „სამეფოს“ ვიტრინები ჩაამსხვრიეს
ექსკლუზივი: ლანჩხუთში „პსპ“-სა და „სამეფოს“ ვიტრინები ჩაამსხვრიეს
17-12-2021, 09:30

ლანჩხუთში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე პსპ-ს შესასვლელი კარის ვიტრინა გვიან ღამით ჩაამტვრიეს. ჩვენი ინფორმაციით, წაღებული არაფერია. ასევე, დამტვრეულია ბარ-რესტორან „სამეფოს“ ვიტრინა _ რკინის კარის გვერდით არსებული მინები. თუ პსპ-ს ვიტრინა ისეა დამსხვრეული, შიგა სივრცეში შესვლა შესაძლებელი იყო, „სამეფოს“ შემთხვევაში, თავდამსხმელი შიგა ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდა, რამეთუ რკინის გისოსები ამის საშუალებას არ იძლევა.
„გურია თუდეის“ ადგილზე მისვლისას პსპ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ორივე ადგილზე ეტყობა დაზიანების კვალი. დიდი ალბათობით, ორივე შემთხვევაში ადგილი ხულიგნობასჰქონდა და არა ობიექტების გაქურდვის მცდელობას.


  • ნანახია: 403-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021