3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ლანჩხუთელი ნინი ჩხარტიშვილი თურქეთში ითამაშებს!
ლანჩხუთელი ნინი ჩხარტიშვილი თურქეთში ითამაშებს!
5-12-2021, 16:48

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და "ლანჩხუთის" უკვე ყოფილი მცველი ნინო ჩხარტიშვილი კარიერას თურქეთის ჩემპიონატის კლუბ "სივასპორში" განაგრძობს.
"ხელშეკრულება 6-თვიანია. სავარჯიშო პირობები და სათამაშო გარემო მშვენიერია. ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ჩემი ახალი კლუბი მიმდინარე სეზონში აღზევდა და მთავარი მიზანი უფრო ადგილის შენარჩუნებაა, ვიდრე ლიდერობისთვის ბრძოლა. ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ "სივასპორში" ჩემ გარდა, კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი გამოდის - თეონა სუხაშვილი, მეგი ეჯიბია, მარიამ დანელია, მარიამ ჯანიკაშვილი. აქვე, მსურს "ლანჩხუთს" მადლობა გადავუხადო - მათთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს - ჩემპიონობა 2-ჯერ მოვიპოვეთ, საქართველოს თასზე გავიმარჯვეთ და ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კარიერას აუცილებლად ამ კლუბში დავასრულებ." _ ლანჩხუთელი ფეხბურთელის კომენტარს Sportall.ge ავრცელებს.

  • ნანახია: 246-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021