3
რეკლამა N8
რეკლამა N2
„ქუჩაში ნიაღვარი მოდიოდა...“ _ რა შეემთხვა ლანჩხუთის სასწრაფოს ურეკში
„ქუჩაში ნიაღვარი მოდიოდა...“ _ რა შეემთხვა ლანჩხუთის სასწრაფოს ურეკში
20-10-2021, 15:19

ლანჩხუთელმა ექიმმა, დავით ჩხარტიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ექიმი რომ საოცარი ადამიანია, პლუს პროფესიონალი, ეს უკვე იციან ჩვენმა მკითხველებმა. დათოს სიკეთეებზე მთელ ლანჩხუთში საუბრობენ, თავის ნინოშვილში კი _ საერთოდ აღმერთებენ. ჰოდა, ახლა მან კიდევ ერთ კარგ ადამიანზე დაწერა:
„ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადავიყვანეთ პაციენტი და უკან ვბრუნდებოდით, კოკისპირულზე უარესი წვიმა იყო, ქუჩებში ნიაღვარი მიედინებოდა, წყლის ჭავლმა ჩვენ სასწრაფოს მანქანას დამცავი ფარი ე.წ. „ფართუკი“  გამოგლიჯა და მიწაზე ეთრეოდა. გავჩერდით. მე და მძღოლმა ქვეშ შეძრომა და შეკეთება გადავწყვიტეთ, სრული გალუმპვა გველოდებოდა. ამ დროს გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა მძღოლი და დახმარება შემოგვთავაზა, ჩვენ გავაპროტესტეთ, მოგვერიდა, მაგრამ მოგვიჭრა: მე უფრო მალე მივალ სახლში, ვიდრე თქვენო, შეძვრა მანქანის ქვეშ და შეაკეთა. გამოვეცნობილეთ,  დაბა ურეკის გამგებელი აღმოჩნდა ეს კარგი ადამიანი“ _ წერს დათო ჩხარტიშვილი.
როგორც აღმოჩნდა, ბატონი დავითი ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსის, ნინო ჩიტაძის მეუღლეა. „ქალბატონო ნინო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს მეუღლეს, მართლაც სამაგალითო ვაჟკაცს, გაწეული დახმარებისათვის" _ წერს ექიმი.

  • ნანახია: 589-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021