3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ექსკლუზივი: „გურიას“, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გიორგი ონიანი გაწვრთნის!
ექსკლუზივი: „გურიას“, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გიორგი ონიანი გაწვრთნის!
11-10-2021, 20:50

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალი მწვრთნელი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. „გურია“ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილ სპეციალისტს გუნდის ლიგაში დასარჩენად უხმეს. გიორგი ონიანი ლანჩხუთში 3 წლის წინათაც მუშაობდა და საკმაოდ წარმატებით. იგი გუნდში შუა სეზონში მივიდა, როცა დავით მახარაძე შეცვალა, მაგრამ მისი დასრულება ვერ შეძლო _ „გურიაში“ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ურთიერთშეთანხმებით, მწვრთნელთან კონტრაქტი შეწყდა. მისი დატოვებული გუნდი იმ სეზონში უკვე თენგიზ პატარაიას თავკაცობით ლიგა-2-ში გადავიდა.
ლანჩხუთის შემდეგ, ონიანი ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. მანამდე კი იგი, 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. „გურიას“ ახალი თავკაცი საქართველოში პერსპექტიულ და შემოქმედ მწვრთნელად ითვლება, მის ძლიერ მხარეებად დისციპლინას და სანახაობრივი ფეხბურთის სიყვარულს მიიჩნევენ.
ცნობისთვის: ორი ტურის წინ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გიგა იმედაიშვილმა დატოვა, „ვარკეთილთან“ და ფოთის „კოლხეთთან“ კი „გურია“ გამოცდილმა სპეციალისტმა, გიგლა იმნაძემ გაიყვანა.

  • ნანახია: 561-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021