3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
მაშინაც გლოვის დღე იყო... 1985 წლის 11 ოქტომბერი _ ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა!
მაშინაც გლოვის დღე იყო... 1985 წლის 11 ოქტომბერი _ ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა!
11-10-2021, 15:58

ლანჩხუთის მერიის პრეს-შეფი მაკა სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს: „ალბათ, სიმბოლურია, დღეს გლოვის დღეა. 1985 წლის 11 ოქტომბერს თვითმფრინავის ჩამოვარდნას შეეწირა თქვენი სიცოცხლე... ახალგაზრდები, უმანკო სულები... სულ პატარა რატი... არაფერი დაუტოვეთ დედას ტკივილის და მონატრების გარდა...  ჰო, დღეს ზუსტად ის დღეა, გლოვის დღე... სხვა არაფერი დაგვრჩენია, თქვენი მართალი სულები მოვიხსენიოთ და საფლავთან მოვიდეთ... მშვიდად განისვენეთ“ _ წერს მერიის პიარი.
„გურია თუდეი“ არქივიდან გთავაზობთ სტატიას, რომელიც 36 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას ეხება.
გასული საუკუნის 80-იანი წლებში მთელი საქართველო შეძრა ენითაუღწერელმა ტრაგედიამ, რომელმაც მენაღარიშვილების ორი ოჯახი გაანადგურა, ერთი _ ფიზიკურად, მეორე კი ამ ტრაგედიით აცხოვრა.
ლანჩხუთელთათვის კარგად ნაცნობი და ძალიან კარგი ადამიანი ია ხალვაში ემოციურად იხსენებს ამ ენითაუღწერელ ტრაგედიას, რომელმაც მის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.
ამ მართლაც ძლიერმა ქალბატონმა მოახერხა, ამ ტრაგედიით ეცხოვრა, მენაღარიშვილების ოჯახი შეენარჩუნებინა, გაეღო დიდი მსხვერპლი და შეძლო შეუძლებელი _ ცხოვრებისკენ მოაბრუნა მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე უბედური დედა, რომელმაც ერთ დღეს ორი შვილი მეუღლეებით და ერთადერთი შვილიშვილი დაკარგა.
ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ამ მაგარი ქალბატონის მონათხრობს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ:
_ რაიონში ორი ცნობადი ოჯახის დამოყვრებას (მკრეხელობაში არ ჩამომართმევთ ჩვენი მშობლების მიერ განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე) საზოგადოება ოვაციებით შეხვდა...
უნდა გამართულიყო ზეიმი სიყვარულის, ტრადიციების და ერთობის...
ბედნიერება... სიტყვა რომელიც უბედურებით შემეცვალა ღვთისა თუ ბუნების ძალით...
ცაში დაიფერფლა ჩემი ბედნიერება...
იქვე... ანგელოზებად აიტაცა ცამ... ჩვენ მხოლოდ დასახიჩრებულ გვამებს დავტიროდით...
ბევრჯერ გამიგია სანუგეშებლად სიტყვები _ შენი რა ბრალი იყოო... ბრალი არა... მიზეზი იყო ჩვენი `ბედნიერება~, რისთვისაც საკმარისზე მეტი მსხვერპლი გავიღე, პატარა ზურიკო მენაღარიშვილი არ მოვუშალე განადგურებულ ოჯახს, სადაც  შვილად აღიზარდა...
იქვე დამთავრდა ჩემი მე...
იმის შემდეგ ჩემი ორეული ცოცხლობს მხოლოდ შვილების და შვილიშვილების სიცოცხლით...
და როცა მივიწევ მარადისობისაკენ, უფალს შევთხოვ შემინდოს და მომიტევოს შეცოდებანი ჩემი და გამიძლიეროს ჩემი შვილები თავიანთი ოჯახებით...
და აწ... უფალო... იყოს ნება შენი...
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეთერ რუსიას ჩემს შვილზე გაწეული უანგარო ამაგისათვის....

  • ნანახია: 499-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021